x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"ამან რა წაიღო ტვინი,დედა ვის არ მოკვდომია"-რა უპასუხა დომენიკ მანგომ?
imageბლოგერს და სამოქალაქო აქტივისტს, კუკური ბარამიძეს, რომელსაც საზოგადეობა უფრო დომენიკ მანგოს სახელით იცნობს, 10 წლის ბავშვმა ასეთი კომენტარი დაუწერა:""ამან რა წაიღო ტვინი, დედა ვის არ მოკვდომია", რაზეც ბლოგერმა უპასუხა:




"შენ გენაცვალე გულში პატარა. ბავშვებს ტრაგედიის მნიშვნელობა არ ესმით, მათ მხოლოდ წაქცევისგან გაკაწრული ფეხის ტკივილი იციან. მართალი ხარ, მართლაც ტვინი წავიღე. გპირდებით, აღარ შეგაწუხებთ ჩემი ტრაგედიებით. ეს 10 წლის ბავშვი ყველაზე მართალია."

კომენტარებში ბევრი ლანძღავს და წყევლის ბავშვს, რაზეც დომენიკ მანგომ შენიშვნა გააკეთა:



"მე ეს პოსტი სალანძღვად არ დამიდია. მართალი თქვა ამ ბავშვმა, ეს ხმა ყველაზე სუფთაა. დაგღალეთ ჩემი ტრაგედიებით სინამდვილეში. აღარ შევიმჩნევ."


რაზეც ერთ-ერთი მომხმარებელი პასუხობს:

"არა მანგო შენმა ამ ტრაგედიამ სხვანარად დამანახა შენი თავი.ბევრს შეგვიყვარდი"



დომენიკ მანგომ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედა მოუკვდა, ვიდეომიმართვა გააკეთა, სადაც საზოგადოებას სთხოვდა გზისპირას მიწის პოვნაში დახმარებოდნენ, გარდაცვლილის სურვილი იყო სადმე გზის პირას დაესაფლავებინათ, დომენიკ მანგოს თქმით, ეს არ იქნებოდა საფლავი კლასიკური გაგებით, არამედ დასასვენებლი პარკი თავის გამწვანებით, პატარა წალკოტი. მას ჰქონდა ხელზე 5 000 დოლარი, მიწის საყიდლად, თუმცა ორი დღის სირბილის მიუხედავად ვერ შოულობდა.


უცნობია იშოვა თუ არა სასურველი მიწა დომენიკ მანგომ.
დედის გარდაცვალების შედეგ ბლოგერი საკმაოდ ემოციურ პოსტებს დებს სოციალურ ქსელში:


"ჩემი ძვირფასი ჩემი პაწაწინა.ყველაზე საშინელებაა დაღამებები, წამში მილიონი კადრი დარბის თვალებში და ემოციები აუტანლად გრძელდება. დამაბერა ამ ამბავმა.
ჩემო ძვირფასო დედა!"

ან ეს:

"დედის მაგინებელი ადამიანები, როგორც ჩემს მიმართ, ასევე სხვის მიმართაც ან საკუთარი დედის მიმართ, ჩემი განვითარების ყველა ეტაპზე და ყველა სივრციდან იქნებით გარიყულები. ჩემს გვერდზე, როგორც ჩემს მიმართ, ასევე სხვის მიმართ შემგინებლები, მომენტალურად დაიბლოკებით, მაგრამ იქამდე დაუმახსოვრებლად არ დარჩებით. აქვე ამ პოსტზევე შეიგინეთ ვინც ასეთები ხართ, ახლავე მიგაჯანდაბებთ ბარემ."

ან ეს:


"პირველად ბებია იყო. რომ მემშვიდობებოდა, უკან არ მეიხედო ჩემო კუსალია, მე შეიძლება აღარ დაგხვდე და წინსვლა არ შეწყვიტოო. მანქანის სარკიდან გავყურებდი და ბუნდოვნდებოდა მისი სილუეტი რაც უფრო ვშორდებოდი, გული მიკანკალებდა და უკან რჩებოდა ჩემი სული იმ მოხუცთან განშორებისას. გერმანიაში ცხოვრების ხანს შევიტყვე მისი წასვლის ამბავი, 10 დღე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში, ვერ წამოვდექი ფეხზე იმ გლოვისას. საშინლად განვიცადე ჩემი ძვირფასი ბებიას დაკარგვა, მთელი ჩემი ბავშვურობა თან გაიყოლა და წავიდა. სწორედ ის გახლდათ ჩემი პირველი გზამკვლევი ტრაგედიის გზაზე, მან გამიკვალა ამ ეკლიანი გზის ბილიკები და მაშინ ვისწავლე პირველად გლოვა. ახლაც არ მშორდება მისი ბებერი და შრომისგან გაუხეშებული ხელების შეგრძნებები ჩემს კანზე მოფერებისას, შუბლზე რომ მეფერებოდა და მაღვიძებდა - წამო ბებია კარტოფილის წამოღებაში მომეხმარეო - და მეც სიხარულით წამოვხტებოდი ლოგინიდან, ოღონდ მასთან ერთად ვყოფილიყავი. არ მშორდება მოგონებიდან, ახლაც ზუსტად ისე მოვთქვამ და სულ ისე ვინახავ გულში, როგორც პირველად განვიცადე ჩემი ბებიას დიდი ტრაგედია - იქ დასრულდა ჩემი ბავშვობაც და სოფლის ცხელი სიცივეებიც.
ახლა დედა. მან წაიღო ჩემი ახალგაზრდობა და 27 წლის ასაკში დამაბერა. სულ ვფიქრობდი რა ამბავია ამდენი ჩახუტება, ბიჭი ვარ და არ მიხდება-მეთქი, ახლა კი ვხვდები რომ ამ სულელური აზრების გამო, ბევრჯერ ვერ ჩავეხუტე. ბოლოს რამე ვირუსი რომ არ გადამედო, მუხლებზე ჩავეხუტე. ბებიას შემდეგ დედა მიცხობდა ზეთიან მჭადებს, მირჩევდა საგულდაგულოდ რბილ ყველს და ზუსტად ისე, როგორც ბებია, თითქოს სულს დებდა და ისე მოჰქონდა მაგიდასთან. ეს ნახევრად მაინც მაიმედებდა, რომ მე ისევ ბავშვი ან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ახლა აღარ… აღარ დადგება მჭადების სუნი, აღარ გამაღვიძებს აღარავინ დილას. დედა მაინც არ მაღვიძებდა, ვენანებოდი გასაღვიძებლად. ჩუმად შემოაღებდა კარს, ჩუმად დამიძახებდა და მერე მეუბნებოდა ვერ გაიღვიძეო. იყო და გაქრა, წუთებში გაქრა. ჩემი ძვირფასიც უკვე აღარ მყავს. გაცივდა სახლი, გაცივდა ღამე და დღეც თითქოს აღარ ანათებს. მე ახალგაზრდა აღარ ვარ, დედამ წაიღო ახალგაზრდობა, ის აღარასდროს დამიბრუნდება.
ჩემო ძვირფასებო."
image

image

ასევე იხილეთ


რადიო -ტელეწამყვანი და პიარმენეჯერი ხატია შამუგია სოციალურ ქსელში ყოფილ ტელეჟურნალისტ ხატია სიჭინავას მიმართავს და წერს: "ხატია სიჭინავა შენ დაგედოს ჩემი ცოდვა, რას ერჩოდი ამ ჩვენს სახელს, რომ ტრიალებს აქეთიქეთ? ის არ გეყო ხომ ბავშვი რომ სამშობიაროდან გამოიყვანე და მოწმობაში დედა ხატია შამუგ...


ტელეჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ასოცირებულია ქალაქის ცენტრში მცხოვრებ გარკვეულ კატეგორიაზე, რომელიც საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენს და თან ცდილობს მათი ტიპიური წარმომადგენელი დაახასიათოს: ყველა პერსონაჟია გამოგონილია - გასაჩხერად წამლის ფული -...


მარკეტინგის პიარმენეჯერი, ადვოკატი და კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი "მწვანე პასპორტების" გაუქმებას და ამ დღეებში ვაქცინაციაზე გასულ ტელეშოუებს ეხმაურება და წერს: "20000 შემთხვევა დღეში! ჯამში 15000-მდე გარდაცვლილი! მწვანე პასპორტი გააუქმეს! აცრილია მხოლოდ მოსახლეობის 40%-მდე გვყავს 800000 აუცრელი პენსიონერი! ...


ყოფილი ტელეწამყვანი, პედაგოგი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. "ძალიან დიდი ხნის წინ წაკითხული, მარკესთან ინტერვიუდანაა. ჟურნალისტი ეუბნება: თქვენ მდიდარი ადამიანი ხართო და მერე რას ეკითხება არ მახსოვს, მაგრამ მარკესის პასუხი სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსი...

0
393
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0