x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
“სჯობს ფაქტებით ვისაუბრო.. ვის გაურიგდა ნიკა მელია…” - რას აცხადებს მაია ორჯონიკიძე

image


"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "ენმ"-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ღალატში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის შეჩერება სწორედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დამსახურებით მოხდა. ამის შესახებ ორჯონიკიძემ "ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა:


"სჯობს ფაქტებით ვისაუბრო… საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე დაგვპირდნენ, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა მანამ არ გაჩერდებოდა, სანამ ხალხის მოპარულ ხმებს არ დავიბრუნებდით. როგორც იცით, მაშინ ორი საპროტესტო აქცია ჩატარდა, ერთი ფილარმონიაში და მეორე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკეთეს შემთხვევაში 5000 ადამიანი იდგა. ამ დროს კი “იმედის” ბედნიერი დრონი დაფრინავდა და დაგვცინოდა.


ამ აქციების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ზუგდიდიდან და გორიდან აქტივისტები დამიკავშირდნენ. საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს ხალხი ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა ერთი და იგივე ისტორია მომიყვნენ. ეს მაგალითია, თორე სხვა რეგიონებშიც, თურმე იგივე ხდებოდა. კერძოდ, აქტივისტებმა მას [ნიკა მელიას] ზუგდიდიდან და გორიდან შემოუთვალეს, რომ ჩვენი ხარჯით მოვდივართო. სრულიად სხვა და სხვა ადამიანები, სხვა და სხვა დროს ასეთ რაღაცას მეუბნებიან და ამ დროს არ გაინტერესებთ რა პასუხი მიიღეს სათაო ოფისიდან? – "არ გვჭირდება ხალხი!"


დიახ, "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისიდან, მელიას სამფლობელოდან პასუხია, რომ “საკმარისი ვართ, ხალხი არ გვჭირდება!" მაშინ ამის მოსმენა ძალიან მიჭირდა და ასეთ რამეს ვერც ვუშვებდი, მაგრამ უნდა ითქვა, რომ ამას საბოტაჟი ჰქვია. საბოტაჟი არის რაიმე მოქმედების ხელოვნურად ჩაგდება. ამ შემთხვევაში კი სახალხო პროტესტის საბოტაჟი.


გადაცემა "ჩაის" წამყვანის რეპლიკაზე, რომ ნიკა მელიას პირდაპირ ადანაშაულებთ გარიგებაში, ორჯონიკიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ ვის გაურიგდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი, თუმცა სახალხო პროტესტის ჩახშობით მან ქვეყანას და მიხეილ სააკაშვილს უღალატა.


"ვის გაურიგდა ნიკა მელია ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ღალატია… პირველად ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ ეს საბოტაჟი და ამომრჩევლების ღალატია. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყნის ღალატია. მიხეილ სააკაშვილის ღალატიც არის. ნიკა მელია არ არის მარტო. ეს კოლექტიური ნიკა მელიაა…


"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში დღესაც არიან პატრიოტი ადამიანები, მაგრამ მელიას ფესვები უკვე ისე აქვს გადგმული, რომ ის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ ხმას არ იღებენ, ” – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.






0
845
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
845