მუსიკა "ვუძღვნი მშობლების ნათელს ხსოვნას და პანდემიისგან დაღუპულებს"- ნინი შერმადინი ამერიკული „ნიჭიერისთვის“ ემზადება 3 თებერვალი, 11:24 ![]() "თითები გადაჯვარედინებული მაქვს, თუ შევძლებ, ჩემს გამოსვლას მივუძღვნი საყვარელ მშობლების ნათელ ხსოვნას და ყველა იმათ, ვინც დავკარგეთ ამ პანდემიის გამო, მისურვეთ წარმატებები მეგობრებო, ერთი სული მაქვს გავიგო, წინ რა მელოდება"-წერს "ინსტაგრამზე" შერმადინი. ![]() ნინი შერმადინი ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო 2003 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა“ (იმედის არხი). 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილოების მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში, სადაც ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარობა მოიპოვა. 2012 წელს შერმადინი ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა და დღემდე იქაა. მომღერალს თავი რომ ერჩინა სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა:გამყიდველად მაღაზიაში, ვალუტის დასახურდავებელ ჯიხურში და ბანკში, პარალელურად დადიოდა ენის შემწავლელ კურსებზე და ბროდვეის მასტერკლასის კურსებზე, სადაც პატარ-პატარა როლებსაც აძლევდნენ. ნინი შერმადინს მშობლები 2020 წელს რამდენიმე თვიანი ინტერვალით გარდაეცვალა, მამას მეოთხზე სტადიის ფილტვის კიბოთი დაიღუპა, ხოლო დედა კორონავირუსმა იმსხვერპლა. ![]() ![]() ასევე იხილეთდღეს 10 იანვარს თამთა გოდუაძის დაბადების დღეა.საბერძნეთში მოღვაწე ქართველ პოპ-მომღერალს 41 წელი შეუსრულდა.ქვემოთ გაეცნობით საინტერესო ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან, თამთა იზრდებოდა დედასთან (მშობლები გაყრილები იყვნენ) და უმცროს ნახევარ ძმასთან, ვლადიმირთან ერთად. გოგონა ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული მუსიკით, ხუთი წ...ქეთევან წიკლაურმა "ფეისბუქზე", მამის, თემურ წიკლაურის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ქეთი წერს, მამამისი ფოტოზე 20-21 წლისაა. იმ დროს თემურ წიკლაური უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა. ქეთის სურდა გაეგო ვინაა გოგონა, რომელიც მამამისთან ერთად სცენაზე, თუმცა როგორც კომენტარებიდან ირკვევა საბოლ... ისრაელში მცხოვრებ კაკული გურიელაშვილს კარგად იცნობს ქართველი მსმენელი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "სამი დალიე", "შეყვარებული ვის არ ჰყოლია" "შაბათია"."წვიმს და შავად შეღებილა მთები "და სხვა, მომღერალი ბათუმში დაიბადა და პატარა ბავშვი ი დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა გენიალურ ქართველ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს, ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ფრაგმენტებს დიდი კომპოზიტორის ინტერვიუებიდან "მახსოვს არდადაგები იყო და სოფელში წავედი, ჩემი ბიძაშვი 550 4-ს მოსწონს
|