x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ტვ პირველი", გილოცავთ უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით" – ალეკო ელისაშვილი
image

.

პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია პირველს, მისი ციტატის არასწორ ინტეპრეტაციაში სდებს ბრალს და ამის ამსახველ ფოტოს დებს:

.


“უსინდისო ჟურნალისტიკის ნიმუშთა ნიმუში! ეს არხი ხომ დეგრადირდა და ანტიჟურნალისტიკითაა დაკავებული და აი უკვე ასეთ იაფფასიან უმსგავსობებს კადრულობენ. თან ჰგონიათ, რომ რასაც ესენი იტყვიან, იმას დაიჯერებს ყველა და გადამოწმების სხვა გზები არ არსებობს. ტვ “პირველი” გილოცავთ უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით. აბა, თქვენ იცით”– წერს ალეკო ელისაშვილი.

'

ტვ პირველზე გამოქვეყნებული ციტატა:'

image

ასევე, იხილეთ ალეკო ელისაშვილის პარლამენტის სესიაზე გამოსვლა ამ ბმულზე:

.

„როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს. არგაღიზიანებას გასაგებია, ფრთხილები და მიზანდასახულები უნდა ვიყოთ. მაგრამ ამხელა რეზოლუციაში რომ რუსეთს არ ვახსენებთ, ეს უფრო სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენაა. ამის ჩაწერით არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს. იმ ქვეყანას, რომელიც 90-იან წლებში, საერთოდ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში. საერთოდ რომ არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი ჩვენი მშიერი დევნილები გადმოიყვანა თბილისსა და ქუთაისში საკუთარი ხარჯით, საკუთარი რისკით. ომის დროს თბილისის თავზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები რომ დაფრინავდნენ, უკრაინის პრეზიდენტი აქ იდგა რუსთაველზე. იმდენი მაინც უნდა ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი, “ - აღნიშნა ელისაშვილმა.

.

0
514
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0