x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ქმარი "მის კუზბასის" მკვლელობის შემდეგ 6 თვე მისი სახელით აქტიურობდა სოცქსელში
image

გოგონამ სილამაზის კონკურსი მოიგო, წარმატებით დაქორწინდა და დედა გახდა. მაგრამ ოჯახური ბედნიერება სავსე იყო მრავალი მარცხით, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ტრაგედია.


ქსენია საპოჟკოვა(მთავარ ფოტოზე) მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც 2010 წელს მან მოიგო "მის კუზბასის" ტიტული.


გარდა ამისა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ლამაზმანს მაშინვე გამოუჩნდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ბედმა გოგონა მიიყვანა ერთადერთთან - მოსკოვის მეტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე პოპოვთან.


წლების განმავლობაში მათ მოახერხეს ერთად ცხოვრება, დაქორწინება და ქალიშვილის გაჩენა!


"ინსტაგრამზე" ქსენია ხშირად აქვეყნებდა ბედნიერ ოჯახურ ფოტოებს, მაგრამ 2022 წლის იანვარში იდეალური ოჯახის ლეგენდა დაინგრა.


image

ეჭვები მაშინ გაჩნდა, როდესაც 10 იანვარს მისმა ქმარმა გამოაცხადა, რომ ზაფხულის ბოლოს ქსენია გაემგზავრა დუბაიში, შემდეგ აფრიკაში, თუმცა ბოლო ხანებში შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა.


პოლიციის თანამშრომლებმა მთელი იანვარი გაატარეს დაკარგული გოგონას დეტალების გარკვევაში და წააწყდნენ შეუსაბამობებს.


პოპოვის ვერსია ერთი შეხედვით ლოგიკური ჩანდა: მისი ცოლი გაფრინდა დუბაიში, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლოს გოგონა მას თითქოსდა 14 დეკემბერს დაუკავშირდა. ამის შემდეგ ალექსანდრე რესპუბლიკის საკონსულოს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, სად იმყოფება ახლა მისი მეუღლე.

თუმცა გაირკვა ერთი პრობლემა - დოკუმენტების მიხედვით, ქსენიას საზღვრები საერთოდ არ გადაუკვეთია. გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მეუღლის "გამგზავრების" დღეს პოპოვმა ქალიშვილი ნოვოკუზნეცკში გაგზავნა ქსენიას ნათესავებთან, იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა დრო ბავშვისთვის, წერს Starhit.

image

მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ მეუღლის "გამგზავრების" დღიდან მამაკაცმა სახლიდან დიდი ნაგვის პარკების გატანა დაიწყო.

როდესაც გამომძიებლებმა ეჭვმიტანილი კუთხეში მიიმწყვდიეს, მან აღიარა ცოლის მკვლელობა, რა დროსაც შემზარავი დეტალები მოყვა.

პოპოვმა თქვა, რომ აგვისტოს ბოლოს მან მაგრად იჩხუბა ქსენიასთან.

ჩხუბი იქამდე მივიდა, რომ კაცმა ცოლი მოკლა, მისი ცხედარი დაანაწევრა და მისივე თქმით, ნეშტი მოსკოვის ოლქში, მდინარე დესნაში გადააგდო. მყვინთავებმა მდინარეში კვალი ვერ იპოვეს. ამის შემდეგ პოპოვმა გადათქვა წინა ჩვენება, მაგრამ გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი ფაქტები მამაკაცის დასაკავებლად.

image

სხვა საკითხებთან ერთად, გაირკვა, რომ სავარაუდოდ მეუღლის მკვლელობის დღიდან, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, ალექსანდრე სოციალურ ქსელებში ცოლის სახელით აქტიურობდა და მისი სახელით უკავშირდებოდა მის მეგობრებსა და ნათესავებს.

image

სხვათა შორის მათ შენიშნეს, რომ კომუნიკაციის სტილი შეცვლილი იყო, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ამ დროისთვის პოპოვი ორი თვით დააკავეს. მისი მეუღლის ნეშტი ჯერ არ არის ნაპოვნი.

0
406
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0