x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"პირველივე ტყვია მოხვდა დროშით ხელში ყველაზე წინ მიმავალ 16 წლის მამუკა ტერიშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა" - კოკო გამსახურდია

imageსაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კოკო გამსახურდია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცელს-1991-1992 წლის სამოქალაქო ომს იხსენებს, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.


"1992 წლის 2 თებერვალს ვაგზლის მოედნიდან მანიფესტაცია დაიძრა თამარის ხიდის გავლით რუსთაველის პროსპექტისაკენ. მათი მოთხოვნა იყო სამხედრო-კრიმინალური დაჯგუფების გადადგომა, რომელმაც რუსეთის არმიის და სპეცსამსახურების დახმარებით დაამხო და განდევნა კანონიერი ხელისუფლება და თავზე წამოაჯდა ქვეყანას. ძნელი სათქმელია რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მანიფესტაციაში. თავად განსაჯეთ: როდესაც მეწინავენი მიუახლოვდნენ დღევანდელი კინგ-დევიდის კომპლექსს თამარის ხიდის ბოლოს, მანიფესტაციის კუდი ჯერ კიდევ ვაგზლის მოედანზე იყო. ხიდთან ისინი შეაჩერეს გადახერგილი ავტობუსებით, შემდეგ კი როგორც მარჯვენა ფერდობზე, ისე ცირკის მხარეს ჩასაფრებულმა სნაიპერებმა ხალხის მასას გაუხსნეს ინტენსიური ცეცხლი ავტომატური იარაღებიდან, ხოლო გაქცეულებს შეიარაღებულ პირთა ჯგუფები თვით აღმაშენებლის პროსპექტამდე მისდევდნენ. შედეგი: დაიღუპა 23, დაიჭრა 183 მანიფესტანტი. პირველივე ტყვია მოხვდა დროშით ხელში ყველაზე წინ მიმავალ 16 წლის მამუკა ტერიშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ამ მამაცი ადამიანების და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის არ-დავიწყება ჩვენი ვალია."-წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, სამოქალაქო ომი დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა და საბოლოოდ დასრულდა 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით.სამოქალაქო ომში დაიღუპა 107 და დაიჭრა 527 ადამიანი.
0
742
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0