x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პროვოკაციული კოლაჟი, რომელიც ამხელს ადამიანურ მანკიერებებს
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით. დღევანდელ სტატიაში კი წარმოდგენილ კრებულს სულაც არ ჭირდება ფერთა გამა და დღის სინათლის ფოკუსირება იმისათვის, რომ თავისი ღრმა აზრი გადმოგვცეს.




ხელოვნება სასიამოვნო მხოლოდ თვალისთვის კი არ უნდა იყოს, ის აუცილებლად უნდა შეეხოს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებსაც. სწორედ ამას ცდილობს მხატვრაი რეინტრი ჩანი. მისი მკვეთრი პროვოკაციული კოლაჟი ამხელს ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეებს, აჩვენებს მის მანკიერებებსა და დამოკიდებულებებს და დღევანდელ სტატიაში მისი ნამუშევრების ყველაზე ნათელ მაგალითებს წარმოგიდგენთ.




პროვოკაციული კოლაჟი, რომელიც ამხელს ადამიანურ მანკიერებებს




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
507
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0