x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
3 საუკეთესო მცენარე, სახლის და ეზოს გასალამაზებლად

ეს არის ამპელური მცენარეების (მცენარეები ჩამოშვებული, გართხმული ან მცოცავი ღეროებით) სახეობები, რომლებსაც ძირითადად, აივნების გასალამაზებლად იყენებენ. თუმცა, მათ ეზოების გალამაზებაც შეუძლით. გარდა ამისა, ამ მცენარეების გამოყენებით, სხვადასხვა სახის კომპოზიციების შექმნაც შეიძლება.


image


ამპელური მცენარეების უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით 3 მათგანი სარგებლობს. ესენია:


დიასცია (ლათ. Diascia)image


დიასციას ჩვეულებრივ ქოთნებში ან ჩამოკიდებულ პლანტერებში ზრდიან. ბუჩქის სიმაღლე, როგორც წესი, 0, 3 მ. არ აღემატება. არსებობს გრუნტის საფარის ჯიშებიც, რომლის ყლორტების სიგრძე 0, 25–დან – 0, 6 მ–მდე ვარირებს.
ფერი, შეიძლება, ბიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს – ვარდისფერ-ნარინჯისფერიდან – თეთრამდე და მეწამულ წითელამდე.


კალიბრახოა (ლათ. Calibrachoa)
image


კალიბრახოა ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც მრგვალი ბუჩქის სახით იზრდება. ბუჩკი კი, ულამაზესი ყვავილებით იფარება, რომლის დიამეტრი 3 სმ–ს არ აღემატება. ძლიერი და ძირს ოდნავ დახრილი ღეროების სიგრძე, ხშირ შემთხვევაში, 1, 5 მ–ს აღწევს.
ყვავილობა მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება.


სცევოლა (ლათ. Scaevola)
image


ამ მცენარის სიმაღლე 0, 15-0, 2 მ–დან – 0, 4-0, 7 მ–მდე მერყეობს და სწრაფი ზრდის წყალობით, ბუჩქის სიგანეც იგივე პარამეტრებში ჯდება. მარაოსებური ფორმის ყვავილების დიამეტრი კი, 3 სმ–ს არ აღემატება. ფერებში, ლავანდას ტონები ჭარბობს – იასამნისფერი, იისფერი, ცისფერი. შედარებით იშვიათად, გვხვდება ჟოლოსფერი და თეთრი. კვირტები ერთმანეთს მთელი ზაფხულის განმავლობაში ცვლიან. ერთი კვირტის სიცოცხლის ხანგრძლივობ კი, დაახლოებით, 14 დღე არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* გიგანტების რასა დედამიწაზე და ათასობით განადგურებული მტკიცებულება

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

* ანეკდოტები ექიმებზე

* 10 ფაქტი, რომელიც ჩვენი სხეულის ყველა საიდუმლოს ამხელს

1
463
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
463
  
2022, 20 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1