სხვა დანიამ COVID-19-თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გააუქმა 2022, 1 თებერვალი, 15:34 დანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხსნას შეზღუდვები, რომლებიც მიზნად ისახავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყანაში ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად. კოპენჰაგენმა გაამართლა ეს ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულთა დიდი რაოდენობით. სამშაბათიდან, 1 თებერვლიდან, დანია აუქმებს ყველა შეზღუდავ ქმედებას კოროვირუსით გამოწვეულ პანდემიის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებდა ქვეყანაში დღემდე, მათ შორის პირბადეების ტარება და ვაქცინაციის სერტოფიკატების წარდგენა (ე.წ. „ჯანმრთელობის პასპორტი) გარკვეული დაწესებულებებში და ღონისძიებებზე დასწრების დროს . მხოლოდ რამდენიმე შემზღუდავი ღონისძიება იქნება ძალაში მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემომსვლელთა მსურველთათვის. სამეფოს მთავრობამ გადაწყვიტა გააუქმოს შეზღუდვები ქვეყანაში ინფექციების მაღალი რაოდენობის მიუხედავად. პორტალი Worldometer-ის თანახმად, რომელიც აქვეყნებს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის განახლებულ სტატისტიკას, დანიაში პანდემიის დაწყებიდან, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 5, 8 მილიონი ადამიანია, SARS-CoV-2 ვირუსი გამოულინდა 1 667 768 ადამიანს. ამასთან, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 3755 გარდაცვალება დაფიქსირდა. ინფექციის დაძლევა მოახერხა 1 117 188 პაციენტმა. დანია COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებული მოქალაქეების მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში .მოსახლეობის 81% ითვლება სრულად ვაქცინირებულად. ქვეყანამ გადაწყვიტა მოხსნას ანტიკოვიდური შეზღუდვები SARS-CoV-2-ის Omicron ვარიანტის ფართო გლობალური გავრცელების ფონზე. მთავრობამ ეს ნაბიჯი გაამართლა ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინირებულითა მაღალი პროპორციით. 92 3-ს მოსწონს
|