x
image
თამილა გურაშვილი
„დედის დღე“ – 3 მარტის ერთ-ერთი ფუძემდებელს დახმარება ესაჭიროება
image


ბატონი იოსებ (სოსო) ლებანიძე ცნობილი პიროვნებაა საქართველოს მოსახლეობისა და ემიგრანტებისათვის. დიდია მისი ძალისხმევა ქართული ენის დაცვასა და ზრუნვაში. იყო გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი. არის „დედის დღე“ – 3 მარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პოპულარიზატორი.





ასევე, იყო - „ქართული კალენდრის“ რედაქციის გამგე. ქართული ენის დამახინჯება-გადაგვარებასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ შექმნა ქართული ენის უნიკალური და უნივერსალური სახელმძღვანელო (გრამატიკის სრული კურსი) - „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“, ფართო საზოგადოებამ მას „საუკუნის წიგნი“ უწოდა. იგი სამაგიდო წიგნია ყველა და თითოელი ქართველისათვის.





ფასდაუდებელია მისი მეცნიერული ნაშრომი „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა?“, ახლახანს დაიბეჭდა. მასში მან პირველმა და ერთადერთმა მეცნიერულად განიხილა ფილოლოგიისა და თეოლოგიის ის საკითხები, რომლებიც დღემდე (სამი საუკუნის მანძილზე) ვერცერთმა ენათმეცნიერმა თუ თეოლოგმა ვერ ამოხსნა. ამ ნაშრომით დადგინდა და ნათელი მოეფინა ჭეშმარიტებას.





ბატონი იოსებ (სოსო) ლებანიძე განიცდის ფინანსურ-ეკონომიურ გაჭირვებას...მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ემიგრანტებმა „პეტიცია“ გაუგზავნეს მთავრობას და პარლამენტს მის დასასაქმებლად „სახელმწიფო ენის დეპარტამენტში“, საქმე არ დაძრულა... დღეს მას სჭირდება რთული ოპერაციის გაკეთება ფეხის შესანარჩუნებლად.





დავუდგეთ, მეგობრებო გვერდში ერისთვის საჭირო პიროვნებას! „კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო“... დაფინანსების გარდა მას სჭირდება 3 000 ლარი (ოპერაცია - 9 618 ლარი)... საიდან? ისევ ჩვენ!



პირადი ნომერი - იოსებ ლებანიძე - 01020000409



ანგარიშის ნომერი - საქართველოს ბანკი - GE38BG0000000711295500- იოსებ ლებანიძე

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0