სიახლეები უკრაინაში შემჩნეულია 200 ამერიკელი სამხედრო,რომლებიც ადგილობრივებს სარაკეტო დანადგარების ხმარებას ასწავლიან 2022, 31 იანვარი, 18:41 ![]() ფლორიდის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები იყვნენ შემჩნეული ლვოვის პოლიგონზე, უკრაინა- პოლონეთის საზღვართან კვირას. ისინი ავარჯიშებდნენ უკრაინელ სამხედროებს M141 Bunker Defeat გამოყენებაში, რომელიც დაახლოებით 100 ცალი ვაშინგტონმა გაგზავნა, როგორც სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული აგრესიის შეკავებას. ![]() ![]() ამერიკამ ასევე უკრაინას გაუგზავნა 300 ცალი "Javelin" -ი-ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც განკუთვნილია პუტინის ტანკების გასანადგურებლად, იგივე იარაღი გაუგზავნა უკრაინას ლიტვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. ![]() ბრიტანეთმა გაგზავნა NLAW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ბრიტანელმა სამხედროებმა გასულ კვირას უკრაინელ ჯაირსკაცებს მათი გამოყენება ასწავლეს. რუსეთმა დაახლოებით 130 000 ჯარისკაცი გადაისროლა უკრაინის საზღვართან ტანკებთან და არტილერიასთან ერთად. ამ კვირაში პუტინი ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნებს გეგმავს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამხედრო წვრთნები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეანიღბად, სავარაუდო სამიზნე კი დედაქალაქი კიევია. 383 4-ს მოსწონს
|