x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე"- ვის მიმართავს ბესო ზანგური

image


"ბატონმა ვახო სანაიამ ახალი სტატუსი მომიძღვნა და სარკასტული ხუმრობები უწოდა იმ უმიზეზო ბულინგს რასაც ჩემზე ეწეოდა…"– ასე ეხმაურება სოცილურ ქსელში მსახიობი ბესო ზანგური "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიას მიერ მის შესახებ დაწერილ ფეისბუქსტატუსს:


"ბატონმა ვახო სანაიამ ახალი სტატუსი მომიძღვნა და სარკასტული ხუმრობები უწოდა იმ უმიზეზო ბულინგს რასაც ჩემზე ეწეოდა… მაგრამ სამწუხაროდ საფლავზე ნათქვამი სიტყვა მკვდარს არ ჩაესმის… ადამიანს რომ მოკლავთ გაანადგურებთ და მერე უსურვებთ იმას რომ ნათელში იყოს მანდ უკვე მხოლოდ სურვილია თქვენი დანარჩენი უფლის საქმეა…


საბედნიეროდ ულუკმაპუროდ და კრიზისში არასოდეს დავრჩები მაქვს განათლება და ნიჭი იმის რომ ვიყო კარგად და ასევე მყავს სამეგობრო ვინც ამას არ დაუშვებს. სამწუხაროა რომ მითი ადამიანობის შესახებ თქვენვე დაამსხვრიეთ და ამას ხალხი უყურებს…


და ხალხი ბრძენია და ხალხს ფიქრის უნარი აქვს… განსჯის უნარიც და ხედვის:თუ როგორ დაუნდობლად მექცევა ბოროტების მანქანა რომელსაც “თქვენ” გქვიათ.
მე გულწრფელად და არა ხუმრობით გისურვებ ბედნიერებას ბატონო ვახტანგ. სულ ესაა.


პ.ს. ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი, "- წერს ბესო ზანგური.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც კახა კალაძის მიერ ბესო ზანგურის დამკრძალავ კომპანია "ჰერმესში" დასაქმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვახო სანაიამ მსახიობის შესახებ დაწერილი თავისი ბოლო დროინდელი კრიტიკული შინაარსის პოსტები უხეირო ოხუნჯობათ შეაფასა.


"გასაგებია, ბესო ზანგური როგორც და რატომაც დაასაქმეს იქ, სადაც დაასაქმეს. ისიც ვიცი, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში პრობლემაა მსგავსი დასაქმება. სხვათა შორის, მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა ან რამე მსგავსი. მერე ვიფიქრე, ვიხუმრებ-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდი, ჩემი აზრით, სარკასტულ რამეებს, მაგრამ შემდეგ გავჩერდი… ერთი სიტყვით, ვიცი, რომ სისულელე დავწერე, ყველანაირად არასწორია ეს სტატუსი, მაგრამ ადამიანურად არ მინდა, რომ ულუკმაპუროდ დარჩეს, "- ვკითხულობთ ვახო სანაიას პოსტში.



0
411
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
411