x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი დააკავეს 18 წლის გოგონაზე განხორციელებული ძალადობის გამო
image

ინგლისელი ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი პოლიციამ გვიან ღამით დაკითხა, მას შემდეგ რაც დააკავეს გაუპატიურებისა და თავდასხმის ბრალდებით.


"მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის ფორვარდი გუშინ დააკავეს, ამ დილიდან კი პატიმრობაში იმყოფება, მას შემდეგ რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა შემაშფოთებელი ფოტოები და აუდიო ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ის თავს დაესხა 18 წლის სტუდენტ გოგონას.


სურათებზე ჩანს, რომ გოგონა დასისიხლიანებული და დალილავებულია.



სხვა პოსტი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, რომელშიდაც მამაკაცსა და ქალს შორის საუბარია ჩაწერილი, სადაც სავარაუდოდ საუბარი არის ქალზე, რომელსაც თავს დაესხნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ეს ცნობები გამოჩნდა და გავრცელდა სოციალურ მედიაში, მისმა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ იცოდნენ ამ ინციდენტის შესახებ და ისინი აწარმოებდნენ გამოძიებას, "ყველა გარემოების დასადგენად".


"მანჩესტერ იუნაიტედი არ პატიობს რაიმე სახის ძალადობას". -დასძენს კლუბის ადმინისტრაცია გაცხადებაში.

image


ქალი გუშინ დღის მეორე ნახევარში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა თანამშრომლებმა საკუთარ სახლში გამოკითხეს.


მანჩესტერის პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს გამოძიება მას შემდეგ, როდესაც შეიტყვეს "ონლაინ სურათების და სოციალური მედიის ვიდეოების შესახებ, სადაც ასახულია ქალზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტები".


მან დასძინა: ”გამოძიების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამის შემდეგ 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც გაუპატიურებასა და თავდასხმაში არის ეჭვმიტანილი.ის პატიმრობაში რჩება.გამოძიება გრძელდება“.

image

სამედიცინო-სასამართლო ექსპერტები წუხელვე მივიდნენ 2 მილიონი ფუნტის ღირებულების გრინვუდის სასახლეში, რომელიც პრესტიჟულ სოფელ ბოუდონში მდებარეობს.


"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეაჩერა თანამშრომლობა ამომავალი ვარსკვლავთან, რომელსაც კვირაში 75 000 ფუნტს უხდიდნენ.


ფეხბურთელი "არ დაბრუნდება ვარჯიშზე და არ ითამაშებს მატჩებს შემდგომ შეტყობინებამდე"ნათქვამია კლუბის ხელმღვანელობის განცხადებაში.


2
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
2022, 31 იანვარი, 23:18
არიან ადამიანები,ვისაც უხეში სექსი მოსწონთ,როგორც მდედრებს,ისე მამრებს. სწორედ ასეთ ფაქტს გავს ეს შემთხვევა და დადგმულია ფულის საშოვნელად. ძალადობა არის ნამდვილად,ოღონდ გოგოს მხრიდან
2022, 31 იანვარი, 23:14
ისე უნდა გადაამოწმოთ ხოლმე ინფორმაცია და მერე დაწეროთ ჯობია. ეს გოგო მოდელია და შეყვარებულია ამ ბიჭის. როგორც გოგოს მამა ამბობს,მეისონი ოჯახის წევრივით იყოს და ნამდვილად ქონდა მის შვილთან სასიყვარულო ურთიერთობა.
მსოფლიო აფსურდის თეატრს დაემსგავსა,როცა ასე ფაქტების შესახებ იწერება. შეყვარებულები იყვნენ და რა საქართველოა,ქორწილამდე სექსზე უარი უთხრა? თან ფაქტი 22 ოქტომბერით თარიღდება,რა გამოდის რო პოლიციის განყოფლიება ვერ მიაგნო აქამდე თუ კალამი ვერ ნახა განცხადების დასაწერად? ჯერ მოანდომა ნასვამ ახალგაზრდა ბიჭს და მერე უარი უთხრა,თან ჩამწერი მოიმარჯვა. მე გეტყვით რატო არ გამოაქვეყნა აქამდე,ფული მოსთხოვა და უარის შემტხვევაში გამოაქვეყნა. სულ ეს არის,მორჩა კინო და წაით ეხლა სახლებში.

ასე ათი წლის წინ იყო ესეთი ფაქტი,როცა სიტის ფეხბურთელს ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი და 2.5 წელიც მიუსაჯეს. გამოძიება ედავებოდა,ეს ფეხბურთელი ნასვამ გოგოსთან დაკავდა სექსით,რაც ბრალდების განმარტებით ძალადობაა და ქალი არ იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში,რომ თანხმობა/უარი ეთქვა ამ ფეხბურთელისთვის. გამოვიდა ეს ფეხბურთელი და გაასაჩივრა,სასამართლომ გაამართლა და უდნაშაულოდ ცნო ეს პირი,ხოლო მომსახურე იურიდიული ფირმა დააჯარიმეს ბრალდების მხარესთან გარიგების გამო. რაღა შორს წავიდეთ,რონალდუსაც ხომ უჩიოდნენ ვიღაც ქალები და ფულს სთხოვდნენ,მარა კარგი იურისტები ყავდა და თავი დაიცვა. სულ ელემენტარულია,რატომ უნდა გააუპატიურო შეყვარებული,როცა მისი ოჯახის წევრად ითვლები და კარგი კარიერა გაქვს?! გამოდის ფსიქოპატია,რაც გამორიცხულია,რადგან ისეთ ორგანიზაციაში,როგორიც იუნაიტედია ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიან ფეხბურთლები.
0 1 2