x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"თუ ასეა-მელიისტებმა დაარსონ თავისი პარტია-წაიყვანონ მელია და..." - რა ინიციატივით გამოდის მაია ორჯონიკიძე

image


"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე, რომელმაც პარტია სულ ცოტა ხნის წინ დატოვა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ერთი ასეთი ინიციატივით გამოდის:


"აქ ფრენდი წუხდა - მიშას პარტია გაიყო მელიისტებად და მიშისტებადო. ჰოდა თუ ასეა-მელიისტებმა დაარსონ თავისი პარტია-წაიყვანონ მელია და მიშას პარტია დაუტოვონ მიშისტებს! არ გაგვიწყალეს გული ამ ანტი-მიშა ხალხის პარტიაში მიღებით? რა უნდა გიორგი ფანჯავიძეს - ჰომოფობს და 5 ივლისისა და ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გამპრავებელს ნაცმოძრაობაში რომ მიიღო მელიამ?!"- წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


"ენმ"-ს აწ უკვე ყოფილი წევრი, რამდენიმე კვირის წინ საკუთარ პარტიას შემდეგი შინაარსის ფეისბუქსტატუსით გამოემშვიდობა:


"მე გავდივარ ნაციონალური მოძრაობიდან და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდები, როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ენმ გახდება სამაგალითო შიდა დემოკრატიის მქონე პარტია. Adios!"- ვკითხულობთ ორჯონიკიძის პოსტში.


გუშინ კი, "ენმს" ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პუბლიცისტ, ნათია მეგრელიშვილისადმი სოლიდარობის გამო ნიკა გვარამიამ ფეისბუქმეგობრებიდან წაშალა.


"მომილოცეთ - გვარამიამ ფრენდებიდან ამომშალა ფორმალურად - ნათია მეგრელიშვილისადმი სოლიდარობის გამო, რეალურად - მელიასადმი ჩემი პოზიციის გამო. ჰო, ნათიაც ამოშალა. და ამათ უნდათ არჩევნების მოგება? თუმცა რაღაის არჩევნები და რაის მიშა?!ვინმეს ახსოვს ან ერთი ან მეორე?პრიორიტეტების მიხედვით საზოგადოების კრისტალიზაცია გრძელდება" - დაწერა ორჯონიკიძემ.



0
579
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
579