x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ალკატრასის ციხის ლეგენდები და საშინელებები, რომლებიც სისხლს გაგიყინავთ

ალკატრასი აშშ-ს ყველაზე ცნობილი ციხეა. მის შესახებ გადაიღეს ფილმები და დაიწერა წიგნები. ამ ციხეში გზავნიდნენ ყველაზე საშიშ დამნაშავეებს ამერიკაში, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ ძალადობისკენ და გაქცევისკენ. 1963 წელს ალკატრასის ციხე დაიხურა, რადგან კრიმინალების აქ შენახვა ხაზინას ძალიან ძვირი უჯდებოდა. დღეს აქ ტარდება ექსკურსიები, მაგრამ ალკატრასის ზოგიერთი კუთხე ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი ცნობისმოყვარე ტურისტების მიერ.image

1. კომენდანტი

ალკატრასის პირველი კომენდანტი იყო ჯეიმს ჯონსონი, სენტ კვენტინის ციხის ყოფილი დირექტორი. იგი განთქმული იყო პატიმართა მიმართ პატივისცემით და მათთან კომუნიკაციაც კი შეეძლო დაცვის გარეშე. ალკატრასის უკანასკნელი კომენდანტი იყო ოლინ ბლექველი, ყველაზე ცნობილი თავისი მუდმივი სიმთვრალით.image

2. კონტრაბანდა

მთავარი კონტრაბანდა, რომლის შეტანასაც ცდილობდნენ ალკატრასის ციხეში, ყოველთვის იყო იარაღი, პირები, სათლელები. უმეტესწილად, ეს ნივთები გამოიყენებოდა პატიმრებს შორის ციხეში დაპირისპირებისთვის. მაგრამ ზოგჯერ ლითონის იარაღს იყენებდნენ გაქცევის მცდელობებისთვის.image

3. საკნები

ციხის გისოსები 3, 5 2 მეტრის ზომის იყო. კამერებში მხოლოდ საწოლი, ხელის დასაბანი და უნიტაზი იყო მიმაგრებული. პატიმრები კამერებში მუდამ მარტონი ცხოვრობდნენ.image

4. ალ კაპონე

ცნობილი განგსტერი საგადასახადო შემოსავლების ბრალდებით 1934 წელს ალკატრასში აღმოჩნდა. ის აქ დარჩა 1939 წლამდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტში იყო მცველებთან და სხვა პატიმრებთან. თავისი ხასიათისთვის კაპონე ციხის სადალაქოში სხვა პატიმარმა ბასრი იარაღით დაჭრა კიდეც.image

5. 1963 წლის ამ ისტორიულ ფოტოზე ალკატრასის ბოლო პატიმრები ტოვებენ დახურულ ციხეს, რათა გაემგზავრონ აშშ-ს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.image

6. იარაღები, რომლებსაც პატიმრები ერთმანეთთან დაპირისპირებისას იყენებდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უმეტესწილად, სამზარეულოს ჭურჭელი გამოიყენებოდა იარაღად. ალკატრასის პატიმრები სამზარეულოში მუშაობდნენ და იქ უკვე ტექნიკისს საკითხი იყო რაიმის აწაპვნა.image

7. იზოლატორში როგორც წესი ის პატიმრები გადაჰყავდათ, რომლებსაც სხვა პატიმრები ემუქრებოდნენ, ნაცემები იყვნენ ან სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. იზოლატორი ჩვეულებრივ საკანთან შედარებით ნამდვილი სასტუმრო იყო.image

8. პატიმრები, რომლებსაც ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებოდათ, გადაჰყავდათ ლაზარეთში. იზოლატორზე ბევრად უარესი ჩანს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრებისთვის მუდმივი მეთვალყურეობა და სამედიცინო დახმარება დიდი ხნის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.image

9. ასე გამოიყურებოდა ციხის სამზარეულო, სადაც პატიმრებისთვის ამზადებდნენ საკვებს, რომელიც როგორც ცნობილია საშინელი იყო.
image

10. პატიმარი #117, ჯორჯ ფრენსის ბარნსი უმცროსი, მეტსახელად ავტომატი კელი, ისეთივე ცნობილი იყო მშრალი კანონის ეპოქის მაფიოზი, როგორც ალ კაპონე. მის ანგარიშზე მრავალი ძარცვა, მკვლელობა და გატაცება გამოსასყიდისთვის. ის 1934 წელს მოხვდა ალკატრასში და 17 წლის განმავლობაში იყო სამაგალითო პატიმარი, რომელიც იცავდა ციხის ყველა წესს. 1951 წელს სანიმუშო ქცევისთვის კელი, რომელიც იხდიდა სამუდამო პატიმრობას, უფრო მსუბუქი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სამი წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.image

11.პატიმრებს ეზოში სეირნობა და სამაგიდო თამაშებით გართობა შეეძლოთ. ჭორების თანახმად, მაგიდებთან პატიმრები არა მხოლოდ მხიარულობდნენ თამაშებით, არამედ განიხილავდნენ გაქცევის გეგმებს ან კრიმინალურ ოპერაციებს მომავალი თავისუფალი ცხოვრებისთვის.image

12. ეს არის ალკატრასის საერთო საშხაპე ოთახი, ციხეში ყველაზე საშიში ადგილი. აქ ხშირად ხდებოდა მკვლელობები, ვინაიდან წყალი დამნაშავეს საშუალებას აძლევდა დაუყოვნებლივ მოეშორებინა სისხლის კვალი საკუთარი სხეულისგან და ეჭვმიტანილად არ ქცეულიყო. სექსუალური ძალადობის მცდელობებიც ყველაზე ხშირად საშხაპე ოთახშიც ხდებოდა.image











0
462
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0