x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გარდაიცვალა ლეონიდ კურავლიოვი
image

რსფსრ სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ "რია ნოვოსტის" მისმა ვაჟმა, ვასილი კურავლევმა განუცხადა.



მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი კომუნარკის №40 კლინიკურ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს, მსახიობს COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა.


ოთხშაბათს ის რეაბილიტაციისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.



კურავლიოვი დაიბადა 1936 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვში, მუშათა კლასის ოჯახში. 1955 წელს გახდა ВГИК-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტი, სადაც სწავლობდა ბორის ბიბიკოვის კლასში.


პირველ კურსზე მომავალში ლეგენდარული მსახიობი იმდენად ცუდად სწავლობდა, რომ კინაღამ გააძევეს პროფესიაში არაკომპეტენტურობის გამო, ბოლოს კი პირიქით, საუკეთესო სტუდენტთა შორის აღმოჩნდა.

მისი კინო დებიუტი შედგა 1960 წელს. კურავლიოვმა ითამაშა მეზღვაური კამუშკინის როლი მიხაილ შვაიცერის ისტორიულ-რევოლუციურ ფილმში "მიჩმანი პანინი".


პირველი კინოწარმატება მსახიობისთის ოთხი წლის შემდეგ დადგა, როდესაც ითამაშა შუკშინის ფილმში მთავარი როლი " ცხოვრობს ასეთი ბიჭი"

კურავლიოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოპერსონაჟი გახდა სანტექნიკოსი ათანასე ბორშჩოვი გიორგი დანელიას ფილმში "აფონია" (1975) . სურათი იმ წელს საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი გახდა: იგი 62 მილიონ მაყურებელმა ნახა.

კურავლიოვი ასევე ცნობილია როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება", "ვიი", "ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი", "ოქროს კერპი". კურავლევმა ფილმებში 2015 წლამდე თამაშობდა.


0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0