x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
რა იმალება ამ თითქოს ძალიან ჩვეულებრივი, მხიარული ფოტოების მიღმა?
image

ოსვენციმის თანამშრომლების ეს ფოტო, რომელზეც გამოსახულია თითქოს მეგობრები სასიამოვნო დასვენების დღეს ატარებენ, ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა. ისინი ბანაკის საზაფხულო ბანაკის დამსვენებლებს ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში, მათი საქმე ხალხის საშინელი გზებით მკვლელობა იყო და მათ ეს სიამოვნებდათ კიდეც. დიდი ალბათობით, ფოტოს გადაღებამდე ცოტახნით ადრე არაერთი სიცოცხლე შეიწირეს....

ებრაელი ბავშვები ხელებს უკიდებენ, როცა გაუცნობიერებლად მიდიან სიკვდილამდე აუშვიცის გაზის კამერებში

ეს არის კადრი 1970-იანი წლების პოპულარული გეიმშოუდან - პაემნების თამაშები
წრეში მოქცეული მამაკაცი კი სერიული მკვლელია - როდნი ალკალა. შოუში გამოჩენის დროისთვის მას უკვე რამდენიმე ქალი ჰყავდა გაუპატიურებული და მინიმუმ ერთი მაინც მოკლული.

მან მოიგო ეს თამაში, მაგრამ ქალი არასოდეს წასულა მასთან პაემანზე.

მამა-შვილის ეს ბედნიერი ფოტო გადაღებულია 1998 წელს "ომაგის მანქანის დაბომბვამდე" რამდენიმე წუთით ადრე.


Real IRA-ს სახელით ცნობილი ტერორისტული ჯგუფის მიერ. ბომბი განთავსებული იყო ამ წითელ მანქანაში და დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის ფოტოგრაფიც, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო. მამაც და ქალიშვილიც სასწაულებრივად გადარჩნენ.

ჯონ ლენონმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მისცა ავტოგრაფი თავის მკვლელს, მარკ ჩეპმენს. ჩეპმენს იმ დროს იარაღიც კი ჰქონდა.

ეს არის ჰარტლის ცნობილი ვიოლინო, რომელსაც ფლობდა უოლას ჰარტლი, ბენდის ოსტატი და ტიტანიკის წამყვანი მევიოლინე. ეს სწორედ ის ვიოლინოა, რომელიც მევიოლინეს ჰქონდა თან და უკრავდა იმ ღამეს, როდესაც გემი ჩაიძირა. გადარჩენილები ყვებოდნენ, რომ ჩაძირვის დროს ჰარტლი და მისი ბენდი დაინახეს გემბანზე, რომლებიც უკრავდნენ მგზავრების დასამშვიდებლად, როდესაც ისინი არასაკმარის სამაშველო ნავებს აწყდებოდნენ. ჰარტლი და ჯგუფის ყველა წევრი ჩაძირვისას დაიღუპნენ. ჩვენ შემოგვრჩა მისი ვიოლინო, რადგან სიკვდილამდე გაურკვეველ მომენტში ჰარტლიმ ვიოლინო შესანახად ჩადო თავის მონოგრამიან ყუთში. ასე აღმოაჩინეს იგი მცურავი ნამსხვრევების ველზე ერთ-ერთმა გემის ეკიპაჟმა, რომელიც გაგზავნილი იყო ნანგრევებიდან ცხედრების გამოსატანად. მათ შეძლეს მისი ამოცნობა ჰარტლის, გრავირებული სპილენძის ფირფიტის გამო და ის დაუბრუნეს მის საცოლეს, რომელმაც ის სიკვდილამდე შეინახა. მისმა ოჯახმა ის მიჰყიდა 1, 6 მილიონ დოლარად ორგანიზაციას, რომელიც აგროვებს ტიტანიკის არტეფაქტებს.

ჯინი "ველური" ბავშვი ე.წ. feral child იყო მაუგლის მსგავსად. მან მთელი ბავშვობა ოთახში მიბმულმა გაატარა, რომელიც ხმაურის დროს ისჯებოდა.


ის იპოვეს, გადაარჩინეს და ცდილობდნენ ლაპარაკის სწავლებას. მან რეალურად მართლაც მოახერხა კომუნიკაციის სწავლა. როგორც ცნობილია, ის იყო ცნობისმოყვარე, ჭკვიანი და სწავლის სურვილი მოწყურებული.

ეს არის ფიზიკოსი ჰაროლდ აგნიუ, რომელსაც ხელში უჭირავს Fat Man ატომური ბომბი, რომელიც ჩამოაგდეს ნაგასაკიზე 1945 წელს.


აფეტქების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 80, 000 ადამიანი, რომელთაგან ბევრი გარდაიცვალა ბომბის მიერ გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების გამო, როგორიცაა რადიაციული დაავადება და ლეიკემია.

ეს არის ფრანკლინ დელანო ფლოიდის სურათი. სინამდვილეში, პატარა გოგონა ფლოიდის შვილობილია, სიუზან მარი სევაკისი, რომელიც მან გაიტაცა 1974 წელს, როდესაც სიუზანი 10 წლამდე იყო.


მან გააგრძელა მისი შვილად აღზრდა, დაამთავრებინა საშუალო სკოლა რამდენიმე ფსევდონიმით, 1988 წელს შეეძინა ვაჟი და 1989 წელს დაქორწინდა მასზე ტონია ჰიუზის სახელით.


1990 წლისთვის სიუზანმა გადაწყვიტა მიეტოვებინა ფლოიდი და თან წაეყვანა შვილი მაიკლი. იმავე წლის აპრილში, ის ნაცემი და დალურჯებული იპოვეს გზატკეცილზე, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაიკლი მინდობით აღზრდაში მიეცა და შვილად აიყვანეს, მაგრამ ფლოიდმა გაიტაცა 1994 წელს და ისინი აღარასოდეს არავის უნახავს.

ამერიკელი ვულკანოლოგი დევიდ ა.ჯონსტონი.
ფოტოს გადაღებიდან 13 საათის შემდეგ, 1980 წლის 18 მაისს, ვულკანი ამოიფრქვა და დაიღუპა 57 ადამიანი, მათ შორის ვულკანოლოგიც.

ჯონ ედვარდ რობინსონი ოჯახთან ერთად.
ეს არის სერიული მკვლელი ჯონ ედვარდ რობინსონი (ყვითელი სვიტრით), რომელსაც ხელში ბავშვი - ტიფანი სტასი უჭირავს, რომლის დედაც მან წინა დღეს მოკლა.


მოგვიანებით მან ბავშვი ძმას მისცა და თქვა, რომ ის აყვანილი ობოლი იყო. მისმა ძმამ და ტიფანიმ სიმართლე მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაიგეს.


მისი მსხვერპლიდან მხოლოდ რვა არის იდენტიფიცირებული და მას სიკვდილი მიესაჯა 2000წელს.

ეს სურათი გადაღებულია ანდებში ურუგვაის საჰაერო ძალების ფრენის 571-ის ჩამოვარდნისას გადარჩენილთა ჯგუფის მიერ. ისინი საბოლოოდ გადარჩნენ, მაგრამ გადარჩენისთვის კანიბალიზმს მიმართავდნენ. ფოტოზე ყველა იღიმის, მაგრამ შემაძრწუნებელია სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული ადამიანის ხერხემლის დანახვა.

ეს არის ტაილერ ჰედლის ფოტო ჭიქით ხელში, ფოტო გადაღებულია თავისსავე სახლში გამართულ წვეულებაზე.


ამ წვეულებამდე ცოტა ხნით ადრე მან დედა და მამა ჩაქუჩით მოკლა და მათი სხეულები საძინებელში გადამალა.


წვეულების დროს ტაილერმა თავის საუკეთესო მეგობარს, მაიკლ მანდელს აჩვენა ოთახი, სადაც მან მშობლები დახოცა და ეს ფოტო გადაიღო სამახსოვროდ, რადგან არ იცოდა კიდევ როდის ნახავდა ტაილერს.

0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0