x
ფისურების ჰერმეტიზაცია
image

  • რა არის ფისური
კბილის ფისურები წარმოადგენენ კბილის ღრუსკენ მიმართულ ჩაზნექილ მინანქრის ნაკეცებს, რომელთაც ნაპრალის შესახედაობა აქვთ და განლაგებული არიან მოლარებისა და პრემოლარების ბორცვებს შორის. მათ ახასიათებთ ფორმისა და ზომის ვარიაბელურობა, რომელთა სიღრმე შეიძლება იყოს 0, 25 მმ-დან 3, 0 მმ-მდე, ფსკერის სიგანე - 0, 1 მმ-დან 1, 2 მმ-მდე, ხოლო ფისურის კედლების და ფსკერის მინანქრის სისქე მერყეობს 0, 01 მმ-დან 1, 3 მმ-მდე. ფორმის მიხედვით ფისურები შეიძლება იყოს ბრტყელი, კონუსისებრი, წვეთის ფორმის ან პარკისებრი, რომელთაც ახასიათებთ განშტოებები. ბავშვებში და მოზარდებში კბილის ფისურები უფრო განიერია. მათი ფორმა და ზომა დამოკიდებულია კბილის ჩასახვის ფორმირებისა და განვითარების პირობებზე, კბილებისა და ფისურების მინერალიზაციის ხარისხზე, პირის ღრუში მჟავა წარმომქმნელ მიკროფლორაზე, დემინერალიზაციისა და რემინერალიზაციის პროცესების ინტენსივობაზე.

  • ფისურული კარიესის პროფილაქტიკის მეთოდები
მუდმივ პრემოლარებსა და მოლარებზე კარიესული დაზიანებანი უმეტესად ფისურებში ლოკალიზდება. ფისურული კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და იგი 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არსებული დაზიანებების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.კარიესის პათოგენეზს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები, განპირობებული ფისურების ანატომიური აგებულების თავისებურებებით, რაც ქმნის ნახშირწყლების შეკავების, მიკროფლორის განვითარებისა და ფისურების მინერალიზაციის შეფერხების ოპტიმალურ პირობებს. დადგენილია, რომ ფისურების მიდამოში კბილის მინანქარის მინერალიზაცია, განსხვავებით კბილის სხვა ზედაპირებისაგან, მიმდინარეობს ხანგრძლივად. კერძოდ, კბილის გვირგვინის ბორცვებისა და გლუვი ზედაპირის მაგარი ქსოვილების საბოლოო მომწიფება მთავრდება კბილის ამოჭრიდან 3-6 თვის შემდეგ, ხოლო ფისურების - 2-3 წლის შემდეგ. ფისურული კარიესის ძირითად პათოგენურ ფაქტორს წარმოადგენს მათი მინერალიზაციის ხანგრძლივობა. ფისურული კარიესის პროფილაქტიკა მიმართულია მინანქრის მომწიფების რეგულაციის პროცესებისკენ, და ითვალისწინებს ფისურების მომწიფების ხარისხს და მათ კარიესრეზისტენტულობის დონეს.

  • ფისურების ჰერმეტიზაცია
ფისურების ჰერმეტიზაცია ანუ ჩაბეჭდვა, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, კარიესის საპროფილაქტიკო პროცედურაა, რომელიც კბილის ამოჭრის დასრულებისთანავეა რეკომედებული.იგი პირველად მოწოდებული იქნა ბულგარელ მეცნიერთა მიერ XX ს- ის 70-იან წლებში, თუმცა ფართო გავრცელება ჰპოვა მოგვიანებით, როდესაც გამოჩნდა ახალი საბჟენი მასალები. კბილების ფისურებისა და ბრმა ხვრელების ჰერმეტიზაცია ტარდება დიდ და პატარა ძირითად კბილებზე.

  • რატომ არის საჭირო ფისაურების ჰერმეტიზაციის გაკეთება

რადგან ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. ბაქტერიები შაქრის, შაქრის შემცველი პროდუქტების და სასმელების მიღებით, მომენტალურად მრავლდებიან და ფიქსირდებიან წებოვან მასად, ვითარდება კბილის ნადები. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავეები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლით პროცესებს, ხოლო კბილის ჯაგრისს არ შეუძლია ასეთი სიღრმის ფისურების გასუფთავება, რომელიც იწვევს მის დაგროვებას და კარიესის განვითარებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სტომატოლოგი აკეთებს ფისურების ჰერმეტიზაციას (ჩაბეჭდვა).რიგ ავტორთა აზრით, აღნიშნული მეთოდი კარიესის წარმოშობას ამცირებს 90-95%-ით. მას საფუძვლად უდევს მინანქრის ფისურების პირის ღრუს მიკროორგანიზმებთან და ნახშირწყლებთან კონტაქტის ლიკვიდირების პრინციპი. ფისურების ჰერმეტიზაცია ასრულებს ორ ფუნქციას: 1) კბილის ზედაპირზე ქმნის ფიზიკურ ბარიერს კარიესოგენური ფაქტირებისა და მიკრობული ნადებებისთვის. 2) ჰერმეტიკის შემადგენლობაში არსებული აქტიური იონები ხელს უწყობს ფისურების მიდამოში მინანქრის რემინერალიზაციას.ფისურების ჰერმეტიზაციის აუცილებლობა განპირობებულია ამ მიდამოში კარიესის უპირატესი ლოკალიზაციით. როგორც წესი, მუდმივი კბილების ჰერმეტიზაცია წარმოებს მათი ამოჭრისთანავე.

  • რა ასაკშია უკეთესი ფისურების ჩაბეჭდვა?
ფისურების კარიესი ვითარდება, კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამოჯრისათანვე უფრო ეფექტურია. როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან.ასეთი დაცვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუკი კბილები ჯერ კიდევ კარიესით არაა დაზიანებული, მაგრამ განსაკუთრებით ფისურების ჩაბეჭდვა რეკომენდებულია ბავშვებისათვის. მიზანშეწონილია პირველი მუდმივი მოლარების ფისურების განხორციელდეს 5, 5-6, 5 წლის ასაკში, პირველი პრემოლარების - 9-10 წლის, მეორე პრემოლარების - 9-11 წლის, ხოლო მეორე მოლარების - 12-13 წლის ასაკში. საჰერმეტიზაციო ნაერთის ამოვარდნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია საკონტროლო დათვალიერების ყოველ 6 თვეში ჩატარება.

  • ჰერმეტიზაციის ჩვენებანი:
1) ღრმა ფისურების არსებობა, რომლებიც მიუწვდომელია პირის ღრუს ჰიგიენის დროს. 2) ფისურების ინტაქტურობა, ფისურების კარიესის არარსებობა. 3) კბილის საღეჭი ზედაპირის დაუმთავრებელი მინერალიზაცია. 4) კბილის ამოჭრიდან მინიმალური ვადა.

  • ჰერმეტიზაციის უკუჩვენებანი:
1) კბილის საღეჭ ზედაპირზე გამოხატული ფისურებისა და ღრმულების უქონლობა. 2) კარიესული ღრუს არსებობა კბილის საკონტაქტო ან საღეჭ ზედაპირზე. 3) პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.

  • რა მასალები გამოიყენება ჰერმეტიზაციისათვის
მინერალიზებული მინანქრის მქონე კბილების ღრმა ფისურების ჰერმეტიზაციისთვის გამოიყენება პრეპარატები, რომელთაც მყარი და ხანგრძლივი ფიზიკური ბარიერის შექმნა შეუძლია. ასეთბს წარმოადგენს ის კომპოზიციური მასალები, რომლებიც საჭიროებს წინასწარ გრავირებას, რაც უზრუნველყოფს ბჟენის ქიმიურ ადჰეზიას კბილის მაგარ ქსოვილებთან. ფისურების ჰერმეტიზაციისათვის როგორც წესი, სტომატოლოგები იყენებენ სითხის მასალებს, იმიტომ რომ კარგად ავსებენ ძალიან ღრმა ნაპრალებსაც. თხევადი მასალების უმეტესობა შეიცავს ფტორს იონებს, რომლებსაც აქვთ დამატებითი გამაძლიერებელი მოქმედება კბილებზე. ეს იონები მასალებისგან თავისუფლდება დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და იცავს კბილებს კარიესისგან.ფისურების ჰერმეტიზაციისთვის წარმატებით გამოიყენება იონომერული ცემენტები, რომლებიც მიეკუთვნება ახალი თაობის მასალებს. იონომერული ცემენტის ფხვნილი წარმოადგენს ალუმინსილიკატურ მინას, სილიციუმის ალუმინთან ან ალუმინის ფთორიდთან განსაზღვრული შეთანასოვნებით. მისი დენტინთან ბიოლოგიური მსგავსების გამო სრულიად უვნებელია კბილის ქსოვილებისთვის და გამორიცხავს საბჟენი მასალის გამაღიზიანებელ მოქმედებას პულპაზე.

  • ჰერმეტიკის გამძლეობა
სტატისტიკური მონაცემებით ჰერმეტიკების გამოყენების რეზულტატები შთამბეჭდავია: ჰერმეტიკის დაცულობა პირველ წლებში 80% აღწევს, 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%. შედეგად კარიესის განვითარების საშიშროება კლებულობს 70-80%-მდე. თუკი ჰერმეტიკმა გაძლო 3-5 წლის განმავლობაში, ითვლება, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა ჰერმეტიკის უფრო ადრე ამოვარდნის შემთხვევაშიც არ ითვლება, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰერმეტიკი იცავდა კბილს მჟავა წარმომქნელი მიკრობებისაგან და შესაბამისად კარიესისაგან.

  • ჰერმეტიზაციის ეტაპებია:
ორი ძირითადი მეთოდი არსებობს - არაინვაზიური და ინვაზიური. ტექნიკას ყოველთვის ირჩევს ექიმი, ვიზუალური გამოკვლევისა და დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდების საფუძველზე.

  • არაინვაზიური მეთოდი
ეს ტექნიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ფისურები სრულად ჩანს - ეს გარანტია კარიესის არარსებობაზე კედლებზე ან ფსკერზე.

  • ეტაპები:
  • კბილის ნადებისგან გაწმენდა - წარმოებს საპრიალებელი პასტისა და სპეციალური ჯაგრისის საშუალებით; 2. პირის ღრუს სითხისაგან კბილის იზოლაცია ლილვაკების ან კოფერდამის (თუ შესაძლებელია) გამოყენებით: 3. ჩასაბეჭდი ველის გრავირება ფოსფორმჟავას 30-37%- იანი ხსნარით ან დაბალი სიბლანტის თხევადი მასალით, 30-40 წმ-ის განმავლობაში; 4. მაგრავირებელი აგენტის მოცილება წყლის ჭავლით, 40-60 წმ-ის განმავლობაში და კბილის გაშრობა ჰაერის ჭავლით; 6. ჰერმეტიკის შეტანა კბილის ფისურებსა და ღრმულებში ზონდის მეშვეობით.მისი ფოტოპოლიმერიზაცია 40-60 წმ-ის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ხშირად გვხვდება ზედა პირველი მუდმივი მოლარი დამატებითი სასისკენა ბორცვით და მისი შემომსაზღვრელი ფისურით, რაც ასევე ექვემდებარება ჩაბეჭდვას. ჰერმეტიზაციას ექვემდებარება, აგრეთვე ქვედა ყბის მუდმივი პირველი მოლარის ლოყისკენა ღარი და ზედა საჭრელების სასისკენა ღრმულები. 7. ოკლუზიის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, ზედ მეტი ჰერმეტიკების მოცილება; 8. ადგილობრივი ფთორირების ჩატარება. image
    • ინვაზიური მეთოდი
    ეს ტექნიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ფისურები ღრმა და ვიწროა და მათი კედლები და ფსკერი სრულად არ ჩანს. ამის გამო, სტომატოლოგი სრულად ვერ იძლევა გარანტიას, რომ ფისურებში არ არის კარიესი, ხოლო კარიესული ნაპრალის ჰერმეტიზაციაარ შეიძლება, რადგან კარიესი შიგნიდან თანდათან გაანადგურებს კბილს.გარდა ამისა, ფისურები, რომლებიც ძალიან ღრმაა, შეიძლება საკმარისად არ იყოს ჰერმეტიზირებული და არსებობს შესაძლებლობა, რომ მათში არსებობდეს სიცარიელე, რომელშიც მომავალში შეიძლება განვითარდეს კარიესი.

    • ეტაპები:
  • კბილის ნადებისგან გაწმენდა - წარმოებს საპრიალებელი პასტისა და სპეციალური ჯაგრისის საშუალებით; 2. პირის ღრუს სითხისაგან კბილის იზოლაცია ლილვაკების ან კოფერდამის (თუ შესაძლებელია) გამოყენებით: 3) გაუტკივარება, თუ საჭიროა(ჩვეულებრივ არ არის საჭირო)4) ფისურის გახსნა ბორმანქანით.რის შედეგად, ვიწრო ფისურები ოდნავ ფართოვდება და ხელმისაწვდომი ხდება შემოწმებისთვის. თუ ამ ეტაპზე გამოვლინდა კარიესი, მაშინ ჰერმეტიზაცია წყდება.თუ კარიესი არ არის, მაშინ პროცედურა მიმდინარეობს არაინვაზიური ტექნიკის შესაბამისად.
    • შეცდომები და გართულებები:
    1) კარიესული ფისურის ჰერმეტიზაცია; 2) უხარისხოდ გამშრალება; 3) სქელი კონსისტენციის საბჟენი მასალის მომზადება; 4) საჰერმეტიზაციო ნაერთის ჭარბი რაოდენობის შეტანა; 5) ტოქსიკური მასალის გამოყენება. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ პროცედურის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ზოგი თვლის, რომ ჰერმეტიკების გამოყენება პირიქით, ხელს უწყობს კარიესს, რაც გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ ჰერმეტიკის გამოყენება მოხდა უკვე არსებული კარიესის შემთხვევაში თუნდაც სადღაც ფსკერზე, მაშინ ჰერმეტიზაცია სასათბურე პირობებს ქმნის მისი პროგრესირებისათვის. ამიტომ წლების შემდეგ ჰერმეტიკის ქვეშ არცთუ იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე ღრმა კარიესი და შეიძლება არხების მკურნალობაც კი გახდეს საჭირო. გამომდინარე აქედან, ჰერმეტიკის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრე და ზედმიწევნით კარგი დიაგნოსტიკის შემდეგ.მეორე გარემოება, რამაც ჰერმეტიზაციის შედეგად გართულება შეიძლება გამოიწვიოს, არის მისი დაზიანება.ჰერმეტიკი ბჟენისაგან განსხვავებით მაღალი სიმტკიცით არ გამოირჩევა და შესაძლებელია დაზიანდეს. მოტეხილი ნაწილის ადგილას უკვე კარგი პირობები იქმნება ნადების და შესაბამისად ბაქტერიების დაგროვებისათვის, რასაც კარიესის გაჩენა მოჰყვება. ამიტომ, აუცილებელია სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტების დროს მოხდებს ფისურების შემოწმება და ჰერმეტიკის დროული კორექცია საჭიროების შემთხვევაში.

    0
    44
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქნარიკ ოგანნესიან
    ქნარიკ ოგანნესიან
    44
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0