x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"ჭიაბერაშვილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში კგბ-ს "ნასედკად" მუშაობდა, კახა კი დილის 8 საათზე სტადიონზე ვარჯიშობდა" - სანდრო ბრეგაძე
image

სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში თბილისის, მერის კახა კალაძეს მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მწვავე კრიტიკას ეხმაურება. ბრეგაძე წერს, რომ თბილისი ვერც ერთი ყოფილი მერი "ნაციონალური მოძრაობიდან" კალაძეს შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით ვერ შეედრება.


"არ შემეძლო არ დამეწერა, დღეს ნაცების უკიდეგანო-უზრდელურ გამონათქვამებს ვადევნე თვალი, რომელიც კახა კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული‼️


ნაცების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – მათ შუბლის ძარღვი ანუ სინდისი საერთოდ არ აქვთ.ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) – სანამ კალაძეს გალანძღავდეთ – ხომ არ გადაავლებდით თვალს – ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები?! ქრთამად აღებული საათებით მორბენალ ჭიაბერაშვილს და კორუფციისგან გაბერილ უგულავას შევადაროთ კალაძე?!



შევადაროთ და დავინახავთ – მათთან შედარებით კალაძე პელეცაა, მარადონაც, მესიც და ბეკენბაუერიც. კარგად მახსოვს 90-იანი წლების სამტრედია – ფრონტისპირა ქალაქი – სიბნელეში ჩაძირული დანგრეული შენობები, ყაჩაღობა, ძარცვა და ასე შემდეგ. ერთადერთი ნათელი წერტილი ბიზნესმენ ტარიელ ჩაჩუას მიერ შექმნილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდი გახლდათ, რომელიც ევროპის ლიგაზეც კი თამაშობდა.


ამ გუნდში იყო სკოლის მოსწავლე კახა კალაძე – დილაობთ ფეხბურთის სათამაშოდ სამტრედიის სტადიონის დარბაზში დავდიოდი და ყოველ დილით სტადიონთან ვხვდებოდით მე და კახა ერთმანეთს – წვიმაში თუ ქარში, თოვლსა თუ ყინვაში, ყოველდღე, დილის 8 საათზე კახა უკვე სტადიონზე იყო და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, თავს არ ზოგავდა, ხანდახან მიკვირდა, თუ საიდან ჰქონდა 16-17 წლის პატარა ბიჭს ამდენი შრომისმოყვარეობა – ამიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს‼️


რას საქმიანობდნენ ამ დროს ნაცების თბილისის მერები.


ჭიაბერაშვილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”-სტუდენტებს აბეზღებდა რექტორატში, ხოლო გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა, ხაბეიშვილი მაშინაც ცარიელი ადგილი იყო და ახლაც.


არ არის საჭირო დიდი პოლიტოლოგიური ცოდნა – შეხედეთ კალაძეს და შეხედეთ ჭიაბერაშვილს, შეადარეთ თბილისის ეს 2 მერი ერთმანეთს და ყოველგვარი წიაღსვლების გარეშე გამოიტანთ დასკვნას.


შეხედეთ კალაძის შესანიშნავ, ნამდვილ ქართულ ოჯახს, მის მეუღლეს, შვილებს და დასკვნას ადვილად თავად გამოიტანთ.


კალაძემ გართობა და დროსტარება ახალგაზრდობაში მოამთავრა, უგულავამ და მისმა მსგავსებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნახეს ცხოვრება და გართობა, ამიტომაცაა რომ სასაცილოდ გამოიყურება ნაც-ელიწის ცხოვრების წესი – სიბერეში გასვეცკებული გოიმები, გაძველბიჭებული ჩმორები, გამაჩოებული ლუზერები, ბავშვობის ახდენილი ოცნების აღმსრულებელი – ე.წ. “მაგარი ნაშების” ცოლად მომყვანი ჩუკენ-ჩოილარები.


ამიტომ დაიმახსოვრეთ “ნაცებო” – 100 ჯერ რომ შეერკინოს ჭიაბერაშვილ-უგულავა-ხაბეიშვილის ტრიო, 100-ჯერ დამარცხდება კალაძესთან, ეს ბუნებრივია და ლოგიკური”- წერს სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქში".


0
623
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0