x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122777
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
"ბოროტების ძალა ხართ და ამიტომაც სძულხართ უმრავლესობას!!!" - თამთა მეგრელიშვილი
image


საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართავს:


"დღეს სოციალურ ქსელში ერთმა "ნაციონალური მოძრაობის" მეხოტბემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთადაა.

ვიდეოში კარგად ჩანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით როგორ მიმართავს ის ბატონ ირაკლის.

ეს კიდევ არაფერია, აღნიშნული ვიდეო გააზიარა მთელმა ნაცპარტიულმა აქტივმა და რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ირაკლისა და მისი მცირეწლივანი შვილის გინება, დაცინვა და აბუჩად აგდება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა მთავარმა არხმა, რომელმაც გამიზნულად მიუგდო ირაკლი კობახიძე, მისი მცირეწლივანი შვილით, საჯიჯგნად მის ბნელ პარტაქტივს.

"ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე ღირებული.

ნიკა გვარამია, შენი შვილი შვილია და ირაკლი კობახიძის შვილი არა?!
წარმომიდგენია რა ამბავს ატეხდი იგივე მდგომარეობაში შენ და შენი შვილი რომ ჩაეგდეთ ვინმეს...

თქვენ ხართ ბოროტი ძალა, რომელიც არ ინდობს არავის და წარმომიდგენია თქვენ რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ რა სიძულვილის პოლიტიკას გაატარებთ.


ახალ სასაკლაოებს მოაწყობთ წამების ნაცადი თუ ახალი მეთოდებით და ყველას გაუსწორდებით ვინც თქვენიანი არ არის და თქვენ გვერდით არაა.


ბოროტების ძალა ხართ და ამიტომაც სძულხართ უმრავლესობას!!!"

შეგახსნებთ, ამ დღეებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად ზის და გამვლელი გოგონა დაცინვით ამბობს: - "ეე.. ნიკა გვარამია!"


0
1103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0