x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა ქვეყნები,რომლებიც რუსეთს "ნატო"-სთან ომის შემთხვევაში დაეხმარება
image

ჩინური გამოცემა Sohu მიიჩნევს, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში მოსკოვს შეუძლია რვა ქვეყნის მხარდაჭერა მიიღოს. ანალიტიკოსების აზრით, ესენი იქნებიან ყაზახეთი, ბელორუსია, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და სირია, რომლებიც „უყოყმანოდ“ დაიკავებენ რუსეთის მხარეს აშშ-სთან ომის შემთხვევაში.


ამ ქვეყნებს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭერენ მხარს.


"ასეთი დახმარება უზრუნველყოფს რუსეთის არმიას, რომელსაც უკვე ისედაც აქვს სერიოზული საბრძოლო პოტენციალი, მიაღწიოს უაპირატესობას დაპირისპირებაში" წერენ ჟურნალისტები.



"დასავლური მედია ახლახან მივიდა დასკვნამდე, რომ თუ რუსეთი და ბელორუსია ძალებს გაერთიანდებიან, ეს საკმარისი იქნება ნატოს კოალიციის ძალების გასაფანტად“, - წერს Sohu.


ამ ფონზე საგანგაშო განცხადება გააკეთა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.


ამერიკის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკამ გამოიწვია უკრაინის ირგვლივ სიტუაციის გამწვავება.


მისი თქმით ევროპაში აშშ-ის დამატებითი ჯარების განლაგების იდეა „სიგიჟეა“, რასაც ის, როგორც პრეზიდენტი, არასოდეს დაუშვებდა.


მსგავსი განცხადება ექს-პრეზიდენტმა Great America Show-ზე გააკეთა.


ტრამპს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის ასეთ ქმედებებმა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

0
2085
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0