x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გერმანიაში სკოლის მასწავლებლებმა დამლაგებლობაც შეითავსეს(ვიდეო)
image

გერმანელ მასწავლებელებს ეს ნორმად მიაჩნიათ.


გერმანიაში დამწყები მასწავლებლის საშუალო ხელფასი 6300 ევროა და ეს არის მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი ევროკავშირში. მაგალითად, საფრანგეთში მასწავლებლები თვეში დაახლოებით 2500 ევროს იღებენ, იტალიაში - 1800 ევროზე ცოტა მეტს. ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებადი პედაგოგები ბულგარეთში არიან - 500 ევროზე ნაკლები.


- ჩემს განრიგში - კვირაში 26 გაკვეთილია - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი გერმანული სკოლის გერმანულის და ფრანგული ენის მასწავლებელმა იულია კოჩანეკმა. - ეს ნორმაზე მაღალია. მაგალითად, საფრანგეთში, ჩემი კოლეგები მუშაობენ კვირაში 20 საათის განმავლობაში და არ ასრულებენ ბევრ ისეთ საქმეს, რაც ჩვენ პროფილში არ შედის.




იულია სკოლაში სამუშაო დღის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მოდის. იცილებს საცობებს, რადგან ველოსიპედით დადის სამსახურში.


ტანსაცმელი - რაც შეიძლება კომფორტული აცვია: ჯინსი, სპორტული ფეხსაცმელი ან ბრტყელძირიანი ჩექმები და კომფორტული სვიტერი. თმა შეკრული აქვს, მაკიაჟი-მინიმალური . უმეტეს გერმანულ სკოლებში მოსწავლეებს არ აქვთ რაიმე ფორმა ან დრესკოდი.


- გერმანიაში მასწავლებლის იმიჯი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, - განმარტავს მასწავლებელი. - ადრე უფრო პედაგოგად აღიქმებოდა, ახლა უფრო მეგობარის იმიჯი აქვს. ვიცი, რომ ყველგან ასე არ არის. ბევრ ქვეყანაში მასწავლებლები დაასრულებენ გაკვეთილს და შესაბამისად სამუშაო დღესაც. ჩვენი ამოცანაა, მოზარდმა სკოლაში თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, ამიტომ მონაწილეობას ვიღებთ სასკოლო და მოსწავლეთა ცხოვრებაში.


გაკვეთილის დროს იულიას უფლება აქვს პირდაპირ მაგიდაზე იჯდეს. მისი მოვალეობები ასევე მოიცავს ბავშვების ქცევის მონიტორინგს ბუფეტში და სათამაშო მოედანზე და ის, ისევე როგორც ბევრი მისი კოლეგა, ასუფთავებს კლასს - რეცხავს იატაკს და აშორებს მტვერს.


- ისევ და ისევ, ბევრ ქვეყანაში როდი ნახავთ მასწავლებელს ტილოთი და იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში, მაგრამ გერმანიაში ეს ნორმაა. - ამბობს კოჩანეკი-თუმცა ამ ყველაფრისთვის სოლიდარულ ხელფასს ვიღებთ.


0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0