x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119235
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491739
"შევარდნაძის დროს უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს " - წყალტუბოში ერთ დღე-ღამეში 35 ავტომობილი გაძარცვეს

image

წყალტუბოში ერთ დღე-ღამეში 35 ავტომობილი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას infoimereti ავრცელებს.


როგორც ადგილობრივები ამბობენ ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები. რამდენიმე მანქანიდან მოპარულია თანხაც.

“მოგვეშველეთ, დაუცველები ვართ” – ამბობენ გაქურდული ავტომობილების მეპატრონეები და დახმარებას ითხოვენ.


“გეფიცებით შევარდნაძის დროს უფრო დაცულად ვგრძნობდი, თავს ვიდრე ახლა. ეს რა ხდება, ვინმე გვეტყვის?! ყოველი ახალი დღის გათენება გვეშინია, არ ვიცით ვის რა მოპარეს. ხალხო, რაღაც მოვიმოქმედოთ, ასე დავიღუპებით“, - აცხადებს დაზარალებული იზოლდა ჭილაია.

"ყველა გვეუბნება, რომ მანქანის მინებია ჩამსხვრეული. საინტერესოა რას ეძებენ, რას იპოვიან მანქანაში, ხალხს სახლში მისატანი არაფერ აქვს და მანქანაში არ უნდა იპოვონ. როგორ უნდა იყო დაცული, როდესაც ცხვირწინ ცამეტი მანქანა გვემტვრევა და კაციშვილი პატრონი არ არის", - ამბობს ადგილობრივი ეკატერინე ბოლქვაძე.

image

ადგილობრივების თქმით, პოლიცია არცერთი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა, თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ პოლიცია შეგნებულად არ გამოიძახეს, რადგან ქურდობის შემთხვევები სხვა დროსაც იყო, თუმცა მათი თქმით, შსს-მ ეს საქმეები ვერ გამოიძია.

image

1
304
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
304
  
შევარდნაძის დროს უფრო დაცული იყავი,რადგან არაფერი გქონდა და რას მოგპარავდნენ. თან ამბობს,რომ ყოველდღე მაქნქანებს ტეხენ ავაზაკები და თან უქონლობაზე,უფულობაზე საუბრობენ,რაც სასაცილიოა. თუ ფული არ გაქვთ,მაშინ მანქანა საიდან,თან ამდენი მანქანა,რომელსაც ყოველდღე ქურდავენ. ამ ყველაფერზე მარტივი პასუხია,რასაც დასთესთ იმას მოიმკით. იიი დარჩით სახლში,იიი საგანგებო სიტუაცია გამოაცხადეთ,იიი გადასახადები გავზარდოთ,იიი აქციზი გაუძვირდათ მწველებს,იიი კაზინოებს ბევრი გადავახდევინოთ და ა.შ. ხალხს შია და რა ქნას,მანქანას დაეძებს ეს ქალბატონო,ცოცხლეულად რო არ სჭამენ არ უკვირს? 13% ინფლაცია გვაქვს ქვეყანაში და ფრი მიშას გაყვირიხართ,ხოდა იყავით ეგრე.
0 1 1