x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
"რას დარბიხართ ამ ტესტებზე, თქვენით ვერ იხოცავთ?" - ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გაციებულების კივიდინფიცირებულთა სიაში ჩათვლას "გონებაშეზღუდულობად" მიიჩნევს. მოროშკინას თქმით, ზამთარში, ყოველი გაციებისა თუ სურდოს შემთხვევაში მოქალაქეებმა ტესტების გასაკეთებლად არ უნდა ირბიონ:


"გაგანია ზამთარში, სურდოიანების დათვლა გონებაშეზღუდულობის მაჩვენებელია! ასე პლინტუს ქვევით როგორ დაეშვა აიქიუ? კაი ფსიქიატრი ჭირდებათ ტესტმადიდებლებს და ხელზე ბორკილები ეპიდემიოლოგებს.


სანამ "ტრიაპკაში" ისუნთქებთ საკუთარ ნახშირორჟანგს და გაიმრავლებთ მიკრობებს, სურდო თქვენი მუდმივი თანამეცხედრე იქნებ! შენადა ცხვირში კიტინმაც მიჩვევა იცის? რას დარბიხართ ამ ტესტებზე, თქვენით ვერ იხოცავთ? ხიხი ბაბა, ხიხი...." - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კი 39 ადამიანი გარდაიცვალა.


0
741
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
741