x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აღზრდის მეთოდი, რომელიც ადრე ნორმა იყო, მაგრამ ახლა აღმაშფოთებლად გამოიყურება...
ადამიანები ვსწავლობთ შეცდომებზე... ვცდილობთ დედობის პირველი წუთებიდან მომზადებულები შევხვდეთ ყველა პერიოდს. ვკითხულობთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ... მანამდე რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, სხვისი შვილების ქცევაში რაც არ მოგვწონდა, მსგავსი ფაქტების წინაშე ვდგებით და ხშირად ნასწავლი და წაკითხული პრაქტიკაში დასამკვიდრებლად გვერთულება. მოგვდის შეცდომები და ამ შეცდომებზე ვსწავლობთ, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობაში ძნელია შეცდომების გამოსწორება. რაც ყველაზე მთავარია ის უნდა გავითავისოთ და გავითვალისწინოთ, რომ უნდა ვიყოთ პრინციპულები და გარემოებების, გარშემო მყოფების ან სხვა უამრავი მიზეზის გამო ჩვენ მიდგომებს არ გადავუხვიოთ.
დღევანდელი თაობა ძალიან გონიერი და გახსნილია, ასევე მიხვედრილი. ისინი ხედავენ ჩვენ "სისუსტეებს" და მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებით და დათმობით შესაძლოა მოხერხებიულად ისარგებლონ .
image
აღზრდის მეთოდი, რომელიც ადრე ნორმა იყო, მაგრამ ახლა აღმაშფოთებლად გამოიყურება
აღზრდის ზოგიერთი მეთოდი საკმაოდ მყარ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში, ისინი გადაეცემა თაობიდან თაობას და ჩვეულებრივ გამოიყენება, რადგან ყველა ასე გაიზარდა. თუმცა, როდესაც ვიხსენებთ ძველს, თანამედროვე ადამიანები ვამჩნევთ, რომ აღზრდის ზოგიერთი მეთოდი რეალურად უნდა გადაიხედოს.
ყველა ანებივრებს ბავშვებს, უბრალოდ შეუძლებელია მათ უარის უთხრა.
ძნელია უარის თქმა საყვარელ ბავშვისთვის, როცა მას რაღაც უნდა. თუმცა, ასეთ მომენტებში გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება გააფუჭოს თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა და მათი მომავალიც. დროთა განმავლობაში ბავშვი გახდება ისტერიული და მომთხოვნი, და მათი სურვილების შესრულება აღარ იქნება თქვენი კეთილგანწყობა, არამედ თქვენი მოვალეობა.
ასევე, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაციის პრობლემები მომავალში, წონაში მატებასთან ერთად, თუ ის გააგრძელებს არაჯანსაღი საკვების უკონტროლოდ მოხმარებას.
0
122
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0