x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პოლონეთში დააკავეს ჰოლანდიელი ტურისტი ქალი, რომელიც ნაცისტური ჟესტით მიესალმა აუშვიცის ბანაკის შესასვლელს
image

29-წლის ჰოლანდიელი ქალი, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩავიდა პოლონეთში ტურისტული მოგზაურობისათვის დააკავა პოლონეთის პოლიციამ, მისი დაკავების მიზეზი კი გახდა ნაცისტური მისალმება ავადსახსენებელი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის კარებთან, ტურისტ ქალს სურათი მისმა ქმარმა გადაუღო ასეთი ჟესტის გაკეთების დროს, რაც არ გამოპარვია პოლონელ პოლიციელს და ტურისტი ქალბატონი პოლონური კანონების დარღვევისათვის ადგილზევე იქნა დაკავებული, მოგვიანებით ქალი გაანთავისუფლეს ჯარიმის გადახდის შემდეგ.


თავად დაკავებულმა ტურისტმა "სულელური და შეუსაბამო" უწოდა თავის საქციელს.


მოგეხსენებათ გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი ცნობილია, როგორც "სიკვდილის მანქანა", სადაც ასეულ ათასობით ტყვე იქნა ნაწამები და მოკლული, აქვე ატარებდნენ ტყვეებზე უამრავი სახის ექსპერიმენტს.



სადღეისოდ აღნიშნული ბანაკი ჰოლოკოსტის მუზეუმის სახით ფუნქციონირებს და იქ ათასობით ტურისტი ჩადის იმ საშინელების სანახავად, რაც იქ ხდებოდა. მუზეუმ-ბანაკში ცალკეა ფოტო გალერეა, სადაც ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებია დაფიქსირებული.


აუშვიცში შსვლა მართალია ფასიანია, მაგრამ არც თუ ისე ძვირი ღირდა მაშინ, როცა მე მამასთან ერთად დავათვალიერე.


საშინელი და დამთრგუნველი გარემო, მავთულხლართებით და ელექტროსადენებით გამაგრებული მაღალი კედლები, ბანაკის ოთახები, სადაც თითქოს ურებში ჩაგესმის ნაწამები ადამიანების გოდება.


თუ ქარიან დღეს მოხვდით ბანაკში საშინელი გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან მავთულლხლართებისა და ელექტროსადენების წივილის ხმა მთელ სხეულს მოიცავს, თრგუნავს და საშინელ განწყობაზე აყენებს ადამიანს.


ჰოლანდიელმა ტურისტმა სურათი გადაიღო ავადსახსენებელ კარებთან "Arbeit Macht Frei" (მუშაობა ანთავისუფლებს).


აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გერმანელებმა შექმნეს 1939 წელს, ბანაკში დაასტურებულად იქნა ლიკვიდირებული მილიონზე მეტი ებრაელი.


აქ მოხვედრილ ტყვეს საბოლოდ ან გაზის კამერა ელოდა ან სამედიცინო ექსპერიმენტით გამოწვეული გართულებით გარდაცვალება ან შიმშილით სიკვდილი.


საკონცენტრაციო ბანაკი საბჭოთა ჯარებმა აიღს 1945 წელს და ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები გაანთავისუფლეს.


წლების მანძილზე პოლონეთში მოქმედებდა კანონი რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ტურისტი თუ პოლონელი მოქალაქე, რომელიც იტყოდა რომ აუშვიცის ბანაკში მომხდარ საშინელებებზე პასუხიმგებელი პოლონეთიც იყო 3 წლიან სასჯელს იღებდა პასუხად.


დროთა განმავლობაში პოლონეთში ეს კანონი ჯერ შეარბილეს, შემდეგ კი საერთოდ გააუქმეს, თუმცა ნაცისტური მისალმებისათვის ჯარიმა ჯერ კიდევ ძალაში რჩება.


imageimage

0
205
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
205