x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
7 ცრუ ფრაზა, რომელსაც მამაკაცების უმეტესობა იყენებს გოგოს საცდუნებლად

image

"მე მჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის!" სტატისტიკის მიხედვით, სინამდვილეში მამაკაცების 90% მხოლოდ მამაკაცებს შორის მეგობრობის სჯერა. როდესაც მამაკაცი წარმოთქვამს ასეთ ფრაზას, ქალს თავში აზრები უტრიალებს - აი პატიოსანი კაცი, ცინცხალი გონების და ბინძური აზრებისგან თავისუფალი.. წარუმატებელი რომანის შემთხვევაში, არსებობს შესანიშნავი მეგობრობის პერსპექტივა, მაგრამ ეს წმინდა წყლის ბლეფია.


"არავის დავუთმობ შენს თავს!" გიჟურად ამაღელვებელი ფრაზა, რომელიც ბევრმა იცის რომანტიკული სერიებისა და ფილმების წყალობით. ასეთ ფრაზა მშვენიერი სქესის გულუბრყვილო წარმომადგენლებზეა გათვლილი.


„ყავას დამალევინებ? სულ 10 წუთით შემოვალ!” ამ ბანალურ ფრაზას შეუძლია ყველაზე მშვენიერი საღამოც კი გააფუჭოს. მამაკაცების უმეტესობას, ამ ფრაზის წარმოთქმისას, იმედი აქვს, რომ თქვენი ურთიერთობა სხვა დონეზე გადავა. თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ, თავისუფლად მოიწვიეთ თქვენი ჯენტლმენი „ყავაზე“. მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ მოვლენები არ დააჩქაროთ, მაშინ უმჯობესია ყავის დალევა სხვა დროს გადადოთ.


"ყოველთვის შენთან ვიქნები!" ასეთი ფრაზის საპასუხოდ ჩნდება კითხვა: "შენ რა ექსტრასენსი ხარ?" არავინ იცის მომავლაში რა როგორ შეიცვლება და ვის რა ელის.


თუ თქვენი პარტნიორი წარმოთქვამს ამ ფრაზას, არის ორიდან ერთი ვარიანტი: გამოუცდელია და სიყვარულისგან ის მართლაც დაავადდა თავისი ფანტაზიაში, ან კიდევ გაქნილი აფერისტია, რომლისთვისაც გოგოების გაბრიყვება საყვარელი გართობაა.


"გამაცანი შენი მშობლები!" არ უნდა დაიჯეროთ, რომ მამაკაცი მზად არის შეხვდეს თქვენს მშობლებს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ის აუცილებლად რაიმეს მოიმიზეზებს....


„ბავშვებზე ვოცნებობ. მზად ვარ სერიოზული ურთიერთობისთვის!" თუ თქვენი რჩეული 40 წელს გადაცილებულია და ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მაშინ შეიძლლება დაიჯეროთ კიდეც.. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რატომ არ ან ვერ შექმნა 40 წლამდე ოჯახი?


„უბრალოდ წამოვწვეთ...“ ამ ფრაზას უფრო ხშირად იყენებენ ახალგაზრდები, ვიდრე ზრდასრული მამაკაცები, მაგრამ, როგორც ირკვევა, არიან გოგონები და ქალებიც კი, რომლებიც ამ ხრიკს ემორჩილებიან. უბრალოდ „წამოწოლა“ ნიშნავს ემოციურ კომპონენტთან შეხებით კონტაქტს. სტატისტიკის მიხედვით, ამ მომენტში ქალის ცდუნება მხოლოდ ტექნიკის საქმეა.




1
461
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
461
  
0 1 1