x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119404
  • ვიდეო:354140
  • სურათი:491901
"დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და აქ ამ ფულით წამოვედი" - როგორ გახდნენ ქართველი ძმები ესპანეთის სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორები?
image

ქარ­თველ ძმებ თო­რე­ლებს ეს­პა­ნეთ­ში თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც ფიტ­ნე­სის ტრე­ნე­რებს. მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს­პა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად ირაკ­ლი ჩა­მო­ვი­და. ცხოვ­რე­ბა 200 დო­ლა­რით და იმე­დე­ბით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბობს, არ და­უ­კარ­გავს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და ყო­ველ­თვის იცო­და, რომ წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ­და. იყო გა­ჭირ­ვე­ბა, ქუ­ჩა­ში ყოფ­ნა ჯი­ბე­ში ერთი ევ­რო­თი და ბევ­რი ოც­ნე­ბით, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი არა­სო­დეს და­უყ­რია.


"ოჯახს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი და და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მათ წი­ნა­შე და­დე­ბულ სი­ტყვას ვერ გავ­ტეხ­დი", - ამ­ბობს ირაკ­ლი თო­რე­ლი. ბევ­რი ბრძო­ლის შე­დე­გად ეს პი­რო­ბაც შე­ას­რუ­ლა და დღეს ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნია ფიტ­ნეს­ში. მისი თქმით, ჩემ­პი­ო­ნო­ბა სის­ხლში აქვს, რად­გან მამა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ყო­ფი­ლა ნარ­დში და მხო­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში ვერ ითა­მა­შა, რად­გან აქ არ იცი­ან, ნარ­დი რა არი­სო.


წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე თავ­მდაბ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო - ესეც ალ­ბათ იშ­ვი­ათ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლუძთ, რაც გიგი და ირაკ­ლი თო­რე­ლებ­მა ნამ­დვი­ლად შეძ­ლეს. დე­დაც ამა­ყობს მათი მიღ­წე­ვე­ბით. ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩანს ამ დიდი ოჯა­ხის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. "ვი­ცო­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში სამ­სა­ხუ­რი დახ­ვდე­ბო­და და არა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა მეც და ჩემი მე­უღ­ლეც წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ვი­ყა­ვით მისი ეს­პა­ნეთ­ში წას­ვლის", - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნონა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი.



ირაკ­ლიმ არც რჩე­ვე­ბი და­ი­ზა­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ვიკ­ლოთ წო­ნა­ში და ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გა­იხ­სე­ნა ეს­პა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი, რა­ტომ იჯდა ცი­ხე­ში, ვინ შე­ი­ფა­რა და გა­უ­წია დე­დო­ბა, ვინ იყო გო­გო­ნა, რო­მელ­მაც დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და და რა­ტომ ვერ შეძ­ლო მან ექ­ვსი წელი ოჯა­ხის ნახ­ვა.


- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გქონ­დათ კა­რი­ე­რა. რა გახ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი?


- ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა. ვოც­ნე­ბობ­დი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. 19 წლის ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მოს­ვლა, ვფიქ­რობ­დი, შრო­მა აქ უფრო და­მი­ფას­დე­ბო­და და ოც­ნე­ბებ­საც ავის­რუ­ლებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს­პა­ნეთ­ში მხო­ლოდ ერთი ნაც­ნო­ბი მყავ­და და ისიც მაფრ­თხი­ლებ­და, არ ჩა­მოხ­ვი­დეო, მა­ინც გავ­რის­კე. მამა ამ­ბობ­და, - თუ წახ­ვალ, ჩემი შვი­ლი აღარ იქ­ნე­ბიო, მაგ­რამ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ოჯახს დავ­ხმა­რე­ბო­დი.


- 200 დო­ლა­რით და არა­ვის იმე­დად რომ წა­მოხ­ვე­დით, არ გე­ში­ნო­დათ?


- წა­მი­თაც არ შემ­ში­ნე­ბია. ყო­ველ­თვის ვაღ­წევ იმას, რა­საც მიზ­ნად და­ვი­სა­ხავ. დე­დამ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი გა­ყი­და და ამ ფუ­ლით წა­მო­ვე­დი. ბარ­სე­ლო­ნა­ში თურ­ქე­თი­დან ჩავფრინ­დი. ერ­თმა ქარ­თველ­მა ბიჭ­მა შე­მი­ფა­რა იმ ღა­მით და მე­ო­რე დღეს გა­მა­ცი­ლა სად­გუ­რი­დან ქა­ლაქ­ში, სა­დაც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ცხოვ­რობ­და. იყო მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა - ქურ­დო­ბა, მაგ­რამ ამა­ზე არც მი­ფიქ­რია. მამა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ისე გაგვზარ­და, ქუ­ჩა­ში დაგ­დე­ბულ ნივთსაც არ ვი­ღებ­დით იმის ში­შით. სკო­ლა­ში ნიშ­ნებს იმი­ტომ გვი­წერ­დნენ, რომ კარ­გი აღ­ზრდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით მე და გიგი (იცი­ნის).


- ბევ­რს შრო­მობ­დით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით. რა­ტომ თქვით უარი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა­ზე?


- ვი­ყა­ვი მე­კა­რე და ერთ-ერთი ვარ­ჯი­შის დროს ფე­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ვი­ღე. იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი არ შე­იძ­ლე­ბო­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და ამ ხნის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ფიტ­ნე­სით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს მეხ­მა­რე­ბო­და სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში, მო­რა­ლუ­რად მაძ­ლი­ე­რებ­და. შემ­დეგ ამ სფე­როს უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა და­ვი­წყე (დედა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფიტ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი). გა­ვი­ა­რე ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რის კურ­სე­ბი, ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი სწო­რი კვე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე გა­ვი­ა­რე მა­სა­ჟის კურ­სე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფი­აც შე­ვის­წავ­ლე.


ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე.



0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0