x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120576
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
"ეს ის ქვეყანაა სადაც კრიმინალების აყროლებულ ტ@აკს იმაზე მეტი ფასი აქვს ვიდრე ქვეყანას!!!"- რას წერს ნუგზარ სულაშვილი

image


"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი პოლიციელის მიერ, მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:



"არა ბატონებო!


ეს ის ქვეყნაა სადაც კრიმინალებზე ორგაზმში ვარდებიან, თორე სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ნიჭიერი ახალგაზრდების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, პენსიონერების და შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების წამება და სიკვდილი!!!



ეს ის ქვეყანაა სადაც კრიმინალების აყროლებულ ტრაკს იმაზე მეტი ფასი აქვს ვიდრე თავად ქვეყანას!!!
კრიმინალურ მენტალიტეტზე მოჩუკუნე ქვეყანა!!!


ყრუ მუნჯი მოზარდი კი არა, წელში გაწყვეტილი, ძალა დაკარგული, ენა ამოგლეჯილი, ყურებ დახშული, თვალებდათხრილი და ღირსება აყრილი ბებერი საქართველო ცემეს... მოზარდი საქართველო 2012 წელს მოკლეს!!!", – წერს სულაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს "TV პირველის" ეთერში გავრცელდა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველიც, რომელმაც ძალადობის ფაქტი გადაიღო. კადრებში ცხადად ისმის ისიც, თუ როგორ ეუბნებიან პოლიციელს რომ მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დიწყო.


დღეის მონაცემებით, ორივე სამართალდამცველი დაკავებულია. ისინი თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ნუგზარ ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი არიან. გომელაურის უწყების თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბრალი უმძიმესი მუხლებით წაუყენა.



0
309
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
309