x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120576
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
მონროს სრულყოფილებას ეძახდნენ, თუმცა მსახიობს 3 ნაკლი ჰქონდა, რომელსაც ის ოსტატურად მალავდა

image


მერლინ მონრო მე-20 საუკუნის ყველაზე სასურველ ქალად ითვლებოდა. კაცები მისი მხოლოდ ერთი მზერისთვის გიჟდებოდნენ, ქალებს კი მისი მიმზიდველობა და სილამაზე მოსვენებას უკარგავდა, თუმცა მაყურებელი მის მიმართ სულ უფრო მომთხოვნი ხდებოდა. მათ სურდათ მსახიობი ყოველთვის უნაკლო, სრულყოფილი და უზადო ენახათ, თუმცა მათ ერთი რამ ავიწყდებოდათ - მერლინიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არა ცვილის ფიგურა. რა თქმა უნდა, სწორედ ეს გახდა მისი მრავალი კომპლექსისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი. პატარა გოგონა ნორმა ჯინი, რომელიც მერლინ მონროში წლების განმავლობაში საკმაოდ ღრმად იყო მოკალათებული სულ უფრო დაუცველი, მოუსვენარი და მერყევი ხდებოდა, ხოლო იმისთვის რომ გარშემომყოფების თვალში ის ყოველთვის სრულყოფილი და იდეალური ყოფილიყო მონრო საკუთარ ნაკლოვანებებს ყველასგან მალავდა, რათა მათ შესახებ შემთხვევით ვინმეს არ გაეგო და ამას იმდენად ნიჭიერად და ოსტატურად აკეთებდა, რომ ათწლეულების შემდეგაც კი, ეს ქალი ყველასთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა.


image


მსუბუქი სიელმე - მართალია სტრაბიზმს არ შეიძლება ნაკლი ეწოდოს, ალბათ უფრო განსაკუთრებულობა, თუმცა მას ბევრი ვერც კი ამჩნევდა, მიუხედავად ამისა მერლინი სიელმის შენიღბვას მაკიაჟის საშუალებით შესანიშნავად ახერხებდა.


image


სახისა და ნიკაპის არამეტყველი ოვალი - მერლინი დახვეწილ ნაკვთებსა და გამოკვეთილ ნიკაპზე ოცნებობდა, რომელიც მას ზედმეტად მომრგვალებული და რბილი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ნიკაპი მსახიობის ყველაზე დიდი კომპლექსი იყო. ამიტომ მან პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაც კი გადაწყვიტა, რაც იმ წლებში საკმაოდ სარისკო იყო, საბოლოოდ აღნიშნულ ოპერაციას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მოგვიანებით მან ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამედიცინო დახმარებას არაერთხელ მიმართა.


image


მერლინი - ენაბლუ. ცოტამ თუ იცოდა, რომ მსახიობს მეტყველების პრობლემები ჰქონდა, მას ენა ებმოდა და სიტყვებს გარკვევით ვერ წარმოთქვამდა, მაშინ მან გამოსავალი იპოვა. ის ხმადაბლა, ჩახლეჩილი ხმით საუბრობდა და სიტყვებს წელავდა, რაც თაყვანისმემლებისთვის საკმაოდ ამაღელვებელი და მიმზიდველი აღმოჩნდა. მართალია, როდესაც ის ძლიერ სტრესსა და დაღლილობას განიცდიდა, მას ენა კვლავ ებმოდა. მისი ბოლო ფილმის გადაღების დროს ბევრისთვის ცხადი გახდა რომ მსახიობი - ენაბლუ იყო.






0
1483
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1483