x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თუ საქართველოში ამ არსებებზე უკეთესი აღარავინ დაგვრჩა ტელევიზიებში მისაწვევად, დავღუპულვართ და ეგაა" - თეა გვასალია

image

ყოფილი ტელეწამყვანი, პედაგოგი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ძალიან დიდი ხნის წინ წაკითხული, მარკესთან ინტერვიუდანაა. ჟურნალისტი ეუბნება: თქვენ მდიდარი ადამიანი ხართო და მერე რას ეკითხება არ მახსოვს, მაგრამ მარკესის პასუხი სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. არაო, უთხრა, მე მდიდარი კი არა, ფულიანი ღარიბი ვარ, ეს კი სულ სხვა რამააო. ( გეხსომებათ, „მარტოობის ასი წელიწადი“ გამომცემელთან რომ გაეგზავნა ფოსტით, მიქსერი და ცოლის, მერსედეს ბარჩას თმის ფენი დატოვა ლომბარდში). მერე, რომანის არანორმალური წარმატებისა და ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, მისი წიგნები მილიონობით ტირაჟით რომ იბეჭდებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, თავადაც მილიონერი გახდა, მაგრამ ცხოვრების წესი დიდად არ შეუცვლია. ჯერ კარტახენა დე ინდიასში ცხოვრობდა, შემდეგ მეხიკოში იყიდა ლამაზი, მაგრამ არაგადაპრანჭული და არა ოქროს უნიტაზებიანი სახლი და იქ გააგრძელა წერა. ცხადია ყველაფერი შედევრი ვეღარ გამოუვიდა და ზოგი კარგი რომანი და მოთხრობა შემოეწერა, ზოგიც ძალიან კარგი. ჩემი სუბიექტური აზრით მისი ნაწარმოებების ტოპ სამეული ასე გამოიყურება:

1. პოლკოვნიკს არავინ სწერს. 2. მარტოობის ასი წელიწადი. 3. პატრიარქის შემოდგომა.

რამ გამახსენა ახლა მარკესი და ჩემებმა კი იციან, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. ისიც კი არ ვიცი, ტელევიზორის ორი პულტიდან ჩასართავი რომელია და არხების მოსაძებნი რომელი. ტელევიზორისთვის დღეში საათნახევარი მაქვს გამოყოფილი და მაგ დროსაც კომპიუტერში ესპანეთის ტელევიზიის ორ არხზე ვუყურებ ახალ ამბებს და ჩემს საყვარელ გადაცემებს. მაგრამ ამ დღეებში შემთხვევით აღმოვჩნდი ოთახში, სადაც ტელევიზორი იყო ჩართული, ხმამაღლა და ქართულ არხებზე. უბრალოდ საბეჭდი მქონდა რაღაც და დამეზარა სხვა ოთახში გადასვლა და თურმე რამდენი ფულიანი ღარიბი გვყოლია საქართველოში!!! სულით და ტვინით ღატაკები. პოლიტიკას არ ვეხები, ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულება ჰქონდეს და რომელ პარტიასაც თვლის საჭიროდ, იმას დაუჭიროს მხარი, მაგრამ რასაც მე იმ საღამოს ვუსმინე, თუ საქართველოში ამ არსებებზე უკეთესი აღარავინ დაგვრჩა ტელევიზიებში მისაწვევად და თუ ამათზე უკეთესს ვერავის დავეკითხებით ჭკუას, ხომ დავღუპულვართ და ეგაა, მაგრამ თუ მათი მოწვევა მაყურებლის დაკვეთაა, მათი წყალობით იწერება რეიტინგები და სწორედ ასეთებს უსმენს ხალხი, მაშინ საერთოდ ავცდენილვართ 21-ე საუკუნის მსოფლიოს, სადღაც ჩიხში შეგვირგავს თავი და იქ ვუსისხლიანებთ ერთმანეთს თავ-პირს.

კოლუმბიელი „ფულიანი ღარიბი“ გენიოსი, ბოლომდე არაკატაკელ გაბოდ დარჩა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა. პირველ პუნქტში კი გვაქვს თანხვედრა: ესენიც ბოლომდე იმ სოფლელებად ან თბილისის იმ უბნელებად დარჩებიან, სადაც გაიზარდნენ, მაგრამ საკუთარი ოჯახის გარდა რომ ვერავის ვერაფრით გაამდიდრებენ, ცხადია.

ერთ იმედს ვიტოვებ: შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა რომ ყველა არხმა ასეთი ჯიბესავსე და თავცარიელი რესპონდენტები მოიწვია, სხვა დღეებში ვინძლო უკეთესადაა საქმე", - წერს თეა გვასალია.

0
836
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0