x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119537
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491884
"ეს რა ხდება და რა მესმის?! პირდაპირ ოჯახში შემოვარდით" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს საჯაროდ მიმართავს:


"შინაგან საქმეთა სამინისტოვ, ეს რა ხდება და რა მესმის?! გომელაურო! უი, პირდაპირ ოჯახში შემოვარდით – მოხვედით ხელისუფლებავ?! აბა, როგორ ხდება?! მკვლელთა ბანდები დაძრწიან რუსულ საიტებზე ვიდეოებს ანთავსებენ ადამიანების წამების, (ათიათასობით ნახვა აქვს ამ ტიპის ვიდეოებს) მათ აწამებენ ვინც ამ “თქვენი ბიჭების ” წესებს არ ემორჩილება და ეს არ იცით? ანუ ზურგს უმაგრებთ პოლიციით, მანიაკ, სუს-ით ზურგ გამაგრებულ “ბიჭუნებს”? ანუ, კანონი არ არის, არ არსებობს და ოჯახი უნდა დავიცვათ ჩვენ თავად?! ანუ, 90-იანებია? – ჰო, ეგ ჩვენ გამოვიარეთ, " – წერს თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში რეპორტაჟი გავიდა, რომლის თანახმადაც 8 კაციანი დაჯგუფება ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს, მსხვერპლს სასტიკად უსწორდება, დამამცირებელ ვიდემასალას უღებს, უვრცელებს და ამ ფორმით ლამის სუიციდამდეც კი მიჰყავს.






0
772
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
772