x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ქართველებს საფრანგეთში სნიკერსი და კარაქი არ მოუპარავთ” - რა ინფორმაციას ავრცელებს ნუგზარ სულაშვილი

image


"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი საფრანგეთში, ქართველების ქურდობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.



"ცრუ ინფორმაცია!


რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება.


ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოდგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ რომ პროდუქტი კანონიერი გზით ქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს.


ჩვენმა ადვოკატებმ გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეო კამერები სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას.


დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინარიით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების.


ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ტიკეტები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი."- წერს ნუგზარ სულაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ქართულმა მედია საშუალებებმა გაზეთ "Le Dauphiné libéré"-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია 2 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებმაც თითქოს მაღაზიიდან 80 შეკვრა კარაქი, 32 ცალი სნიკერსი, 12 ქინდერი, 6 ბაუნტი და რამდენიმე ტვიქსი მოიპარეს. ფრანგული მედიის ცნობით ეჭვმიტანილები 15 იანვარს, საფრანგეთის დასავლეთით, დრომის დეპარტამენტში თავიანთ ავტომანქანაში იქნენ დაკავებულები.



0
360
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
360