x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რამ შეგაშინათ ხალხო, ასე როგორ გატყდით?"- რას წერს ვახო სანაია

image


ტელეწამყვანი ვახო სანაია ქუთაისის ოპერის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე თეატრის ადმინისტრაციის სახელით გავრცელებულ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისადმი მიძღვნილ დაბადების დღის მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც აღნიშნული სოცქსელების ოფიციალურ გვერდებს ხელისუფლების წევრებისადმი დაბადების დღის მისალოცად იყენებს. ჟურნალისტის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"გამაოგნებელია. სამი ათწლეული გავიდა, ახალი თაობაც მოვიდა, მაგრამ ისევ ასე ახლო და ღრმაა საბჭოთა მენტალიტეტი. წულუკიანი რომ საბჭოთა ადამიანია, ეს ვიცით. ტრაგედია ისაა, როგორ ემორჩილება საზოგადოების გარკვეული სეგმენტები ამ 30-იანი წლების მეთოდებს. არადა როგორი კარიკატურულია ეს ყველაფერი თავის მინისტრის ვითომ სიმკაცრიანად.


ხელისუფლება აწვდის და საზოგადოებიდან ვიღაცები უკან უბრუნებენ ბურთს. ესაა პრობლემა. ამის მკაფიო მაგალითია დაბადების დღის მილოცვა მინისტრისთვის ქუთაისი ოპერის თეატრის სახელით. რამ შეგაშინათ, ხალხო. ასე ადვილად როგორ გატყდით. ან რა ტექსტია, რა პათოსი.


ჯერ ერთი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რა უფლებით აქვეყნებთ დაბადების დღის მილოცვას ხელისუფლების წევრებისადმი? პირადად მიულოცეთ, ვისაც ასე ძალიან გინდათ. საიდან ასეთი საბჭოთა აზროვნება?!"– წერს სოციალურ ქსელში "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ოპერის თეატრმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს დაბადების დღე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ტექსტით მიულოცა.


"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა"- ნათქვამი იყო თეატრის სახელით გავრცელებულ მისალოც მიმართვაში.





0
559
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
559