x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

«ქალი, რომელიც, ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში ერთადერთ სურვილს იწვევს — ეკონომია გააკეთოს მასზე!» — თქვა ერიხ მარია რემარკმა. ჩევნ კი დავამატებთ, რომ საკუთარი თავის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ საკუთარ საჭიროებას სამომავლოდ ვდებთ და იმას ვყიდულობთ, რაც ბავშვს, მეუღლეს, შინაურ ცხოველს ან ნებისმიერ სხვა ვინმეს (მაგ., საჩუქარი მეგობარს, ნათესავს, ნათლიას, ნათლულს და ა. შ.) სჭირდება.

თუ თქვენ გამუდმებით ასე იქცევით და სხვა ადამიანების ინტერესებს, საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი ქმედება, ადამიანში შინაგან პროტესტს იწვევს და ცხოვრებიდან, ნელა, მაგრამ აუცილებლად, სიხალისეს, ოპყიმისტურ განწყობას, მომავლის რწმენას და იმედს აქრობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთებას შეწყვეტთ, თუნდაც წვრილმანებზე მაინც, — ბედნიერების განცდის დაბრუნებასაც შეძლებთ.

ახლა კი, იმის შესახებ, თუ პირველ რიგში, რაზე არ უნდა გააკეთოთ ეკონომია:


კბილებზეimage


ლამაზი კბილები — ეს მხოლოდ კარგი ჯანმრთელობის გარანტია კი არა, თავდაჯერებულობაც არის. სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ, რათა მოგვიანებით, პირზე ხელის მორცხვად აფარება არ მოგიწიოთ. მოუვლელი კბილები, კარიესი, უსიამოვნო სუნი პირიდან — აუფასურებს ქალის ყველა ძალისხმევას, რომ ღირსეულად გამოიყურებოდეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ კბილები მოიცდის და პირველ რიგში სამოსს და კოსმეტიკას ყიდულობს. თუმცა, იდეალური ღიმილი, მსოფლიოში ყველაზე კარგ სამოსს, ბევრად ჯობია.


დასვენებაზეimage


კარგი დასვენება, ყველა ადამიანს ჰაერივით ესაჭიროება — ეს საზრუნავებისგან თავის დაღწევის და შიდა ენერგიის რესურის შესავსების საუკეთესო გზა არის. მაგრამ იმისათვის, რომ შვებულება მართლაც ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია მისი ისე გატარება, როგორც ამას გული გკარნახობთ. ნუ გამოეკიდებით სოც. ქსელების მოდას — ისე დაისვენეთ, როგორც თავად გინდათ.


ჰობიზეimage


გატაცება — რეალური დასვენებაა სულისთვის და თვითგამოხატულების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, უამრავი მაგალითი არის, როდესაც ჰობი კონტროლიდან გამოდის და ის წარმატებული ბიზნესი ხდება. თუ საინტერესო თავშესაქცევი გაქვთ, რომელსაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს, ფულს ნუ დაზოგავთ მასზე! ის ისეთივე სავალდებულო ხარჯი უნდა გახდეს, როგორიც საკვები პროდუქტების ან კომუნალური გადასახადების დანახარჯია.


სავარცხელზეimage


შეგიძლიათ იაროთ კარგ სტილისტთან, თმა საუკეთესო საღებავით შეიღებოთ და ყოველთვის უსულფატ შამპუნებით დაიბანოთ. მაგრამ, ეს ყველაფერი უსარგებლო იქნება, თუ ფულს სავარცხელზე დაზოგავთ. კარგ სავარცხელს კბილები პრიალა და გლუვი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყოველი გამოყენებისას, თმას დააზიანებს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის თმისთვის, შესაბამისი სავარცხელი არსებობს. მაგ., ხვეულისთვის, შესაფერისია სავარცხელი სხვადასხვა ზომის კბილებით. ხოლო, ცხიმიანი თმისთვის — იდეალური იქნება ნატურალური ხის სავარცხელი.
გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სიტუაციებში გამოსაყენებელი სავარცხლებიც: მასაჟის ჯაგრისი — თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის, სილიკონის სავარცხელი — ცხელი ფენით გაშრობისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება. თმა ნაკლებად ზიანდება, თუ მას ჯერ გაიშრობთ და შემდეგ დიდ კბილებიანი ხის ან პლასტმასის სავარცხლით დაივარცხნით.



საბაზო გარდერობზეimage


საბაზისო ნივთები — საიმედო ინვესტიცია, რადგან მოდიდან არასდროს გამოდის. რჩევა თუ გინდათ: აირჩიეთ კლასიკური მოდელები და ფორმები და მხოლოდ ხარისხიანი სამოსი შეიძინეთ. უმჯობესია ცოტა გქონდეთ და საუკეთესო. ხოლო, რასაც შეიძენთ, აქსესუარებით გააფორმებთ, რომელიც სეზონიდან – სეზონამდე, შეგიძლიათ ცვალოთ.


სახლის ტანსაცმელზეimage


როგორც წესი, სახლში ის გვაცვია, რისი გადაყრაც გვენანება, მაგრამ ამაში გარეთ გასვლა უკვე სირცხვილია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძველი და ფორმადაკარგული სამოსი ცუდად მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და ჩვენდამი შინაურების დამოკიდებულებაზე. სახლში ლამაზად ჩაცმისას, ჩვენ ტვინს იმის შესახებ ვუგზავნით სიგნალს, რომ ყოველთვის საუკეთესოს ვიმსახურებთ: სამსახურში, სახლისკენ მიმავალ გზაზე... და ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი — ნებისმიერ წამს. ასე რომ, სახლში წესიერი და კომფორტული სამოსი ჩაცმით, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვიპრანჭებით.


წიგნებზეimage


სახელგანთქმული საკვები ტვინისთვის, იაფი სულაც არ არის. თუმცა, კარგი წიგნის მნიშვნელობის გადაჭარბება რთულია. ხშირად, მხოლოდ მასში შეიძლება პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს. გარდა ამისა, მხატვრული ლიტერატურა, მეტყველების ახალი სიტყვებით გაამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.


სახლის დეკორზეimage


როგორც იაპონელი მარი კონდო ამბობს, რომელიც მსოფლიოში სახლში წესრიგის დამყარების ყველაზე ცნობილ ექსპერტად ითვლება, ნამდვილი ცხოვრება მას შემდეგ იწყება, რაც ადამიანი საკუთარ სახლს მოაწესრიგებს... და აუცილებელი არ არის, რომ იქ ბევრი ნივთი იყოს. უბრალოდ, ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს და სახლის პატრონს სიამოვნებას ანიჭებდეს.


თეთრეულზეimage


ფულის დაზოგვა არ შეიძლება საწოლის თეთრეულზე და აქ საქმე ესთეტიკაში არ არის. მაგ., შეიძინეთ კარგი ლეიბი და ორთოპედიული ბალიში, მაგრამ სწორედ თეთრეული ეხება თქვენს კანს. თეთრეული სხეულისთვის სასიამოვნო უნდა იყოს.


საათზეimage


საათი — მხოლოდ სტატუსური აქსესუარი კი არა, ის ადამიანის გემოვნების მაჩვენებელიც არის. ხოლო, კლასიკურ საათს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, არ დაუკარგავს აქტუალობა. ასეთი საათის ტარება ათწლეულების მანძილზე შეიძლება და შესაძლებელია, ის სსაგვარეულო რელიქვიადაც კი იქცეს.

არ არის საჭირო Rolex–ის ან Cartier-ის შეძენა. იყიდეთ საშუალო კატეგორიის საათი: 100 – 250 $–ის ღირებულების. მათ კარგი მექანიზმები აქვთ და ხანგრძლივი დროის მანძილზე მოგემსახურებათ.
ყველა საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, მაგრამ კარგი საათი, მის ჩვენებას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც მისი იაფფასიანი ანალოგი ჩერდება. კარგი საათი — უპირატესობაა და უმჯობესია, ის გქონდეთ!


image


imageimageimageimage




1
1213
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1213
  
2022, 29 იანვარი, 4:45
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
0 1 1