x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508442
მოიპარეს თუ არა ქართველებმა საფრანგეთში ტკბილეული ? 

ინფორმაცია, რომ ქართველებმა საფრანგეთში ტკბილეული მოიპარეს, სიცრუეა - ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი და ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ საფრანგეთში ქართველებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან დიდი ოდენობის სნიკერსი და კარაქი მოიპარეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

image

"ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ რომ პროდუქტი კანონიერი გზით ქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს. ჩვენმა ადვოკატებმა გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეოკამერები, სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას", - ამბობს სულაშვილი.

მისივე თქმით, ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი კულინარიითაა დაკავებულუ და ამზადებს ტორტებს გასაყიდად, რის გამოც ხშირად სტუმრობდა აღნიშნულ მარკეტს.


"დადგინდა რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინაარით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ეტიკეტები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი", - წერს ნუგზარ სულაშვილი.


0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0