x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჰუსიტმა ამბოხებულებმა იემენის სამთავრობო ძალებს და არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამხედროებს "კუდით ქვა ასროლინეს"

image

საკმაოდ დიდი ხარია რაც იემენელ ამბოხენულებს "ჰუსიტებსა" და იემენის შეიარაღებულ ძალებს შორის ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატების დანაყოფებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.

"ჰუსიტები", რომლების ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით "РПГ7"-ით არიან ძირითადად შეიარაღებული უმეტეს შემთხვევაში ორივე მოწინააღმდეგეს კარგად უმკლავდებიან, "ჰუსიტებმა" აირჩიეს ბრძოლის შემდეგი ფორმა: "ჩაუსაფრდი, გაანადგურე და გაეცალე".

"ჰუსიტებს" ხშირად არაბთა გაერთიანებული ემირატების სამხედროების დაუზიანებელი ტანკები და უფრო მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანქანები ჩაუგდიათ ხელთ, მაგრამ თან არასდროს წაუყვანიათ, აფეთქებენ ადგილზევე. პარტიზანს მძიმე ტექნიკა არაფერში არ ჭირდება, მეტიც ჯავშანტექნიკიანი მებრძოლი ბევრად ადვილი აღმოსაჩენია ვიდრე მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი რომელიც მთაგორიან რელიეფზე მარტივად შეიძლება დაემალოს მოწინააღმდეგის სადაზვერვო დრონებს და საპატრულო ჯგუფებს.

"ჰუსიტი" მებრძოლების უმეტესობა სპორტული ფეხსაცმლით დადის საბრძოლო ოპერაციებზე ან სულაც ფლოსტებით და აქედან გამომდინარე მეტსახელად ფლოსტებიან მებრძოლებს ვეძახი, თუმცა ეს სახალისო მეტსახელი მათ ბრძოლისუნარიანობას არ აკნინებს, "ჰუსიტებმა" იდეალურად აითვისეს პარტიზანული ბრძოლის ყველა მეთოდი, რისი წყალობითაც მშვენივრად უმკლავდებიან მათთან შედარებით "კბილებამდე" შეიარაღებულ მოწინააღმდეგეებს, რითაც ამტკიცებენ, რომ ომში გადამწყვეტი როლი ეკისრება გამოცდილებას და ბრძოლის ჟინს.

ამ კადრებშიც "ჰუსიტებმა" ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტმყორცნებით, ტყვიამფრქვევებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რასაც ჰქვია "კუდით ქვა ასროლინეს" საუკეთესოდ შეიარაღებულ არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამხედრო დანაყოფს.


0
196
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
196