x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508464
თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანის თავზე მობრუნდა ერთი მგზავრი გამო, რომელმაც პირბადის გაკეთება არ ისურვა

image

American Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც მაიამიდან ლონდონში მიემართებოდა, უკან დაბრუნდა აეროპორტში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა პირბადე არ გაიკეთა. იუწყება BBC.

FlightAware ფრენების თვალთვალის სამსახურის ცნობით, რეისი AAL38-ზე, რომლის ბორტზეც 129 მგზავრი იყო, ატლანტიკის ოკეანეს თავზე მიფრინავდა, როდესაც უკან აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო აფრენიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.

მაიამიში დაჯდომისთანავე თვითმფრინავს პოლიცია დახვდა. ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, მაგრამ ამის შესახებ დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

მგზავრების თქმით და ასევე თავად ავიაკომპანიაც ადასტურებს, რომ მგზავრი რომელმაც უარი თქვა პირბადის გაკეთებაზე, შავ სიაში შეიყვანა, რის მიხედვითაც ეკრძალებათ American Airlines-ით ფრენა .

იმავე რეისის მგზავრმა, სტივ ფრიმანმა, ახალი ამბების ადგილობრივ გამოცემა "Miami's local 10 news" განუცხადა, რომ მის უკან, ბიზნესკლასში იჯდა ქალი.

"მას ბევრი სასმელი ჰქონდა და მე ცოტა ავნერვიულობდი. რამდენჯერმე დავინახე როგორ გამოჩნდა ტაბლოზე წარწერა, რომ თვითმფრინავში პირბადის გარეშე ყოფნა არ შეიძლებოდა . სავარაუდოდ ველოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა".

შედეგად, თვითმფრინავი მართლაც მობრუნდა და მგზავრი, ორმოც წელს გადაცილებული ქალი, ბორტიდან ჩამოსვეს და პოლიციას გადასცეს.

უკან დაბრუნებული რეისის დანარჩენი მგზავრები სხვა რეისებზე გადასვეს.

მგზავრების უმეტესობა შოკირებული დარჩა, მათ შორის ავიაკომპანიის საქციელით.

"არაფერი გვითხრეს. მე მგონი, არც ბორტგამცილებელს უთხრეს არაფერი. ერთადერთი რაც გავიგეთ პილოტებისგან იყო ის, რომ ერთ-ერთ მგზავრთან მიმართებაში მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა და მოგვიწევდა უკან დაბრუნებაო", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თითქმის 6000 ინციდენტი დაფიქსირდა მგზავრებთან, რომლებმაც უარი თქვეს კორონავირუსით გამოწვეული წესების დაცვაზე.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში ავიაკომპანიებმა 151 ინციდენტი დააფიქსირეს. მათ უმრავლესობაში მონაწილეობდნენ მგზავრები, რომლებმაც უარი თქვეს პირბადის ტარებაზე.

0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0