x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119412
  • ვიდეო:354115
  • სურათი:491847
ზღაპრული სიბრძნე
image

ვირი ლომის ტყავში

ვირმა მონადირის მიერ ტყეში დატოვებული ლომის ტყავი იპოვა. ჩაიცვა და კარგად გაერთო ამით, რომ სხვის ნაჭუჭში დაიმალა. ის მოულოდნელად თავს ესხმოდა ცხოველებს, რომლებიც გზაზე შეხვდებოდნენ. ყველა ფეხზე დგებოდა, როგორც კი დაინახვდნენ მას.

ვირს ისე გაუხარდა იმის დანახვა, როგორ გარბოდნენ მხეცები მის დანახვაზე, თითქოს ის თავად მეფე ლომი ყოფილიყო, რომ ვერ შეეძლო სიამოვნების გამოხატვისგან თავის შეკავება და ხმამაღალი ყროყინი მორთო. მელა, რომელიც შეშინებული დანარჩენებთან ერთად გარბოდა, ამ ხმის გაგონებისთანავე გაჩერდა, მიუახლოვდა ვირს და სიცილით უთხრა:


„პირი დახურული რომ გქონოდა, შეიძლება მეც შეგეშინებინე. მაგრამ შენ თავი გაყიდე მაგ შენი სულელურო ყროყინით“.


მორალი:

სულელმა შეიძლება ბევრი მოატყუოს თავისი ჩაცმულობით და გარეგნული იერით, მაგრამ მისი სიტყვები მალევე აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.



image

ცხვარი და ღორი


ერთ დღეს მწყემსმა იპოვა მსუქანი ღორი მდელოზე, სადაც მისი ცხვრები ძოვდნენ. მან ძალიან სწრაფად დაიჭირა ბურვაკი, რომელიც ხმამაღლა აჭყვიტინდა იმავე წამს, როგორც კი მწყემსმა მას ხელი შეახო. იფიქრებდით, რომ ღორს სასტიკად აწამებენ. მაგრამ, მიუხედავად მისი ყვირილისა და ბრძოლისა, მწყემსმა ნადავლი მკლავქვეშ ამოიდო და ბაზრის ყასბისკენ გაემართა.


საძოვარში მყოფი ცხვრები ძალიან გაოგნებულები და განცვიფრებული დარჩნენ ღორის ასეთი საქციელით. ისინი გაჰყვნენ მწყემსს და მის ნადავლს საძოვრების კარიბჭისკენ.

- "რა გაღრიალებს ასე?" ჰკითხა ერთ-ერთმა ცხვარმა.

- "მწყემსი ხშირად გვიჭერს ჩვენც, მაგრამ ჩვენ ძალიან გვერცხვინება ასეთი საშინელი აურზაურის მოწყობა.

- „ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ როცა ის თქვენ გიჭერთ, მხოლოდ თქვენი მატყლი უნდა, ახლა კი მას ჩემი ბეკონი სურს! გრე-ეე-ე!" განაგრძო ღორმა გაანჩხლებული ჭყვიტინი.


მორალი: ადვილია იყო მამაცი, როდესაც საფრთხე არ არსებობს.


ეზოპეს იგავ-არაკები

თარგმანი: მანანა თურმანიძე

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0