x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"სტელს-ომიკრონი" - ევროპაში "ომიკრონის" სუბშტამი გამოჩნდა

image

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში ომიკრონის შტამი დომინანტური გახდა, მეცნიერებმა ამ შტამის ახალი, სუბშტამი BA.2 აღმოაჩინეს, რომელსაც „სტელს-ომიკრონის“ სახელი მიანიჭეს. ის დიდ ბრიტანეთში და დანიაში გავრცელდა. ინფორმაციას euronews.com ავრცელებს.

მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სტელს-ომიკრონი ომიკრონის ძირითად შტამზე უფრო გადამდებია და ის უფრო სწრაფად ვრცელდება. „სტელს-ომიკრონის 53 შემთხვევა აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში. ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალ სუბშტამთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები ჩატარდება.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონს, იგივე B.1.1.529-ს სამი ძირითადი ქვეშტამი, BA.1, BA.2 და BA.3 გააჩნია. აქამდე ყველაზე გავრცელებული, BA.1 სუბშტამი იყო, მაგრამ ამჟამად გავრცელების სიჩქარით მას BA.2, ანუ სტელს-ომიკრონი ეწევა.

Statens Serum Institut-ის ინფორმაციით, BA.2 და BA.1-ის სუბშტამებს შორის ჰოსპიტალიზაციის მხრივ სხვაობა პრაქტიკულად არ არის.

„გასულ კვირას ომიკრონის 18 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც „ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებზე და გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც ჩანს, შემთხვევებმა პიკს მიაღწია, რაც იძლევა იმედს, რომ ამ ტალღის ყველაზე ცუდი ნაწილი დასასრულისკენ მიდის. შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების გამო, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, რადგან ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. თუ ადამიანები არ არიან ვაქცინირებულები ემუქრებათ სიკვდილის საფრთხე“, - აცხადებ ტედროს ადანომ გებრეისუსი.

მისი თქმით, მრავალი ქვეყნისთვის, მომდევნო რამდენიმე კვირა კრიტიკული იქნება.

„ის რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას! „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება. მრავალი ქვეყნისთვის, მომდევნო რამდენიმე კვირა მართლაც კრიტიკულია. ეს პანდემია არ დასრულებულა, „ომიკრონის“ ზრდის ფონზე ახალი ვარიანტები გამოჩნდება“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ვნახოთ, რას იზამს ვირუსი და შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება, ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„კი, შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია. ბრიტანეთის და იგივე სამხრეთ აფრიკის მაგალითმა, სადაც „ომიკრონის“ ტალღამ ასე ვთქვათ, უკვე გადაიარა, აჩვენა, რომ როცა ეს ტალღა გადაივლის, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ „კორონა“ ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდება და სეზონებზე შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი. მდიდარ და ვთქვათ, დალაგებულ ქვეყნებში ადამიანები აიცრნენ და შეიძლება, ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ იყოს. სახელებითაც ჩანს, ხომ, სად, რომელ ქვეყნებში წარმოიქმნება ეს ახალი შტამები?! – სადაც აცრების მოცვა დაბალია და ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია, სადაც აცრების მოცვა დაბალია. საუბარია დიდი რაოდენობით მოსახლეობაზე, თორემ საქართველოსნაირი მცირე მოსახლეობის ქვეყანაში ახალი შტამები არ წარმოიქმნება. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ვნახოთ, რას იზამს ვირუსი, შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ განცხადებით პაატა იმნაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაასრულებს თუ არა 2022 წელს ორწლიან პანდემიას „ომიკრონი“ იმ შემთხვევაში, თუ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ გაჩნდა.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0