x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
3 იანვარს "წითელი ბარონი" მიხაელ შუმახერი 53 წლის გახდა - "ფორმულა 1"-ის ლეგენდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ შეცვლილა

imageრამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიო სპორტის ცოცხალი ლეგენდა, "ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი თხილამურებით მთიდან დაშვებისას თოვლით დაფარულ ქვას შეეჯახა, დაეცა და თავით ქვებს შეეჯახა.

შუმახერი მძიმედ დაშვდა, მაგრამ გაუძლო, თუმცა მისი მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. ლეგენდარული მრბოლელი საკუთარ სახლში იმყოფება უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, სახლი ის ოთახი, სადაც მიქაელი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებას უფრო მოგაგონებთ ვიდრე საცხოვრებელი სახლის ოთახს.

შუმახერი როგორც მრბოლები წლების მანძილზე ბრწყინავდა, ასევე საოცრად თამაშობდა ფეხბურთს, თხილამურებით კი პროფესიონალ მოთხილამურეებსაც კი არ უდებდა ტოლს.

როგორც მისი მეუღლე ამბობს: "შუმახერს საფრანგეთის სამთო კურორტ მარიბელში წასვლა არ უნდოდა, უფრო დუბაისკენ მიუწევდა გული, მაგრამ წასვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გადაიფიქრა და საფრანგეთში წავიდა დასასვენებლად, ეს ალბათ ბედისწერა იყო. მიხაელი აზროვნებს, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე, მას დამოუკიდებლად განძრევა არ შეუძლია, მაგრამ მისი აქ ყოფნა ჩვენ ძალას გვმატებს"!.

შუმახერის სახლი დაცულია პაპარაცების და ცნობიმოყვარეების იქ მოხვედრისაგან, სახლს იცავს დაცვის სამსახური, თავად მიხაელის ირგვლივ შექმნილია იდეალური გარემო, მას ნახულობენ მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები, რაც შუმახერის გონებაში დადებით ემოციებს აღძრავს.
იმედია ერთ დღეს მიხაელი გადალახავს უმძიმესი ტრავმით მიღებულ, დგომარეობას და საზოგადოებაში გამოვა, რათა მის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მისცეს სიხარულის საფუძველი.

მიხაელ შუმახერი "ფერარის" ბოლიდთან.
image შუმახერის მიერ ტრავმის მიღების მომენტი.
image შუმახერის სამთო კურორტიდან ევაკუაციის პროცესი.
image




0
248
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
248