x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

თითოეულ ჩვენგანს უყვარს რაიმე ახალის, უჩვეულოს და მოულოდნელის გაგება. რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო რთულია ჩვენი გაოცება. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში, ისე ხდება, რომ ის, რაც სიმართლესავით ჟღერს, ბოლოს ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე. აქ კი, პირიქით, ისეთ ფაქტებს გაცნობთ, რომლებიც ტყუილს უფრო ჰგავს, მაგრამ სრული სიმართლეა.


1. ბაბილონის გოდოლი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ რისთვის – არავინ იცისimage


მეცნიერები თვლიან, რომ ბაბილონის გოდოლი მითი არ არის. რა მიზნით აშენდა ეს ნაგებობები, ჯერ–ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს გიგანტური კიბეებიანი საყრდენი ტაძრის საფუძველს წარმოადგენდა.

შუამდინარეთში ზიქურათების (მრავალსაფეხურიანი საკულტო დანიშნულების შენობა) მშენებლობა იშვიათობას არ წარმოადგენდა. ყველაზე მაღალი კი, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, ეტემენანკი იყო, – «სახლი, სადაც ცა დედამიწას ხვდება». ლეგენდის თანახმად, მისმა სიმაღლე 91 მ-ს აღწევდა.


2. 1932 წელს ემუს ავსტრალიის არმია დაუპირისპირდა და სირაქლემებმა ომი მოიგესimage


გასული საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს, ავსტრალიის კონტინენტზე ძალიან გამრავლდნენ სირაქლემები, რომლებიც ფერმერების მეურნეობებს თავს ესხმოდნენ და ზარალს აყენებდნენ. იმ დროს, ავსტრალიის არმიამ ახალი თაობის ტყვიამფრქვევები მიიღო და მთავრობის გადაწყვეტილებით, სირაქლემებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება არმიას დაევალა. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ ჭკვიანი ფრინველები სამხედროებთა ის ახლოს არ მიდიოდნენ, რომ ტყვია მოხვედროდათ. ხოლო, როდესაც ტყვიამფრქვევი სამხედრო მანქანაზე დადეს და ფრინველებს გამოუდგნენ, აღმოჩნდა რომ, სირაქლემები უფრო სწრაფად დარბოდნენ, ვიდრე მანქანა მოძრაობდა. საომარი დაპირისპირების დროს, მხოლოდ 20 სირაქლემა დაიღუპა... ომის შედეგი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და არმიის მარცხი აღიარეს.

მოგვიანებით, მთავრობამ თითოეული სირაქლემის მოკვლისთვის, ჯილდო დააწესა.


3. სატურნზე და იუპიტერზე ალმასების წვიმა მოდისimage


4. გემი „ტიტანიკი“ 7, 5 მლნ. დოლარი დაჯდა. მასზე ფოლმის გადაღება კი — 200 მლნ. დოლარიimage


5. ძველ საბერძნეთში ოლიმპიადის გამარჯვებულები 2–ჯერ უფრო ნელა დარბოდნენ, ვიდრე თანამედროვე ოლიმპიელები.imageფეიდიპიდესის ძეგლი მარათონის გზაზე


6. სიზარმაცე მემკვიდრეობით გადაეცემაimage


7. ნეანდერტალელის ტვინი ჩვენს ტვინზე დიდი იყოimage


8. ჩინელებს, ინდიელებს და აფრიკის აბორიგენ მოსახლეობას რძის ათვისება არ შეუძლიაimage


ადამიანის ორგანიზმი რძეს სპეციალური ფერმენტის — ლაქტოზის წყალობით ითვისებს. თავდაპირველად, ის მხოლოდ ჩვილების სხეულში გამომუშავდებოდა. თუმცა ზოგიერთ ადამიანს წარსულში «დეფექტი» ჰქონდა, რომლის გამო, ფერმენტის გამომუშავება ნაწლავებში, მთელი ცხოვრების მანძილზე ხდებოდა. თანდათან, ეს გენი ევროპაში გავრცელდა. ხოლო, ჩინელებს, ინდიელებს, ავსტრალიის და აფრიკის აბორიგენ მოსახლეობას ეს გენი არ გააჩნია და ისინი რძეს ვერ სვამენ.


9. ნორვეგიელებს სამეფო პინგვინი ჰყავთ, რომელიც რაინდის წოდებას ატარებსimage


ედინბურგის (შოტლანდია) ზოოპარკის ბინადარი სამეფო პინგვინი, მეტსახელად ნილს ოლავი, ნორვეგიის არმიის თილისმა და გვარდიის საპატიო წევრი, ჯერ კიდავ, 1972 წ. გახდა (პინგვინი მათ იშვილეს და მასზე ზრუნავენ). როდესაც პინგვინი მოკვდა, ის სხვა თილისმა–პინგვინით შეცვალეს, სახელი კი იგივე დაუტოვეს. 2005 წელს ახალმა თილისმამ საპატიო პოლკოვმიკის წოდება მიიღო. ხოლო, 2008 წ. უკვე ნილს ოლავ III რაინდის წოდება უბოძეს.


10. ტყუპებს, შეიძლება, სხვადასხვა მამები ჰყავდეთ — ამ მოვლენას სუპერფეკუნდაცი ეწოდება და მსოფლიოში სულ 10 ასეთი წყვილი ტყუპი არსებობს.image


11. ხელის ქაღალდით გაჭრა უფრო მტკივნეულია, ვიდრე დანით გაჭრა. ქაღალდით გაჭრისას, ჭრილობიდან სისხლი ცოტა გამოდის, ან საერთოდ არ გამოდის. ასეთ დროს, ნერვული დაბოლოებები ღია რჩება, რაც მის გაღიზიანებას იწვევს. ადამიანი კი, ამ დროს, ტკივილს განიცდის.image


12. ტირანოზავრ რექსის უახლოესი შთამომავალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – ქათამია.image


13. ქალებს 2-ჯერ მეტი ტკივილის რეცეპტორები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მაგრამ, ტკივილის ზღვარიც ბევრად უფრო მაღალი აქვთ.image


14. იხვის ჭუკი დედად მას თვლის, ვისაც კვერცხიდან გამოჩეკიდან, პირველ 10 წუთში დაინახავსimage



15. ველური სიმინდი არასოდეს არსებობდაimage


სიმოინდი ველურ ბუნებაში არასდროს ყოფილა. ის 10 ათასი წლის წინ, ამჟამინდელი მექსიკის ტერიტორიაზე გაჩნდა და ადგილობრივი ინდიელებისთვის, მთავარი საკვები პროდუქტი იყო. აქვე უნსა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ბატიბუტის სიმინდიც არსებობდა. ქრისტეფორე კოლუმბმა სიმინდი ევროპაში ჩამოიტანა და სხვა მკვლევარების და ვაჭრების წყალობით, ის მთელს მსოფლიოში, მალევე გავრცელდა.


image


imageimageimageimage




1
2256
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2256
  
2022, 8 თებერვალი, 23:25
აბსურდულად ჟღერს მაგრამ ფაქტია: საქართველოში პრეზიდენტს და პრემიერ მილისტს (მინისტრს არა.) ნიშნავს ბორია გრიგოლიჩი და არ ირჩევს ხალხი
0 1 1