x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
შემთხვევით აღმოჩენილი 5 განძის ისტორია

ჩვენს დროში, ჯერ კიდევ აქვს ადგილი სასწაულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ავხსნათ, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, მეტად უჩვეულო ადგილებში აღმოჩენილი საოცარი ნივთები, რომელსაც მპოვნელისთვის დიდი სიმდიდრის მოტანა შეუძლია.

აქ სწორედ, 5 მსგავს აღმოჩენაზე, გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას:


საგანძური პიანინოდან
image


61 წლის მარტინ ბეკჰაუსი ბრიტანეთის Bishop’s Castle Community College–ში მიიწვიეს პიანინოს ასაწყობად, რომელიც კოლეჯს ჰემინგსებისების ოჯახმა აჩუქა.

მუშაობის პროცესში, ოსტატმა ინსტრუმენტის კლავიშების ქვეშ, 7 ტილოს ტომარა იპოვა, იპოვა რომელშიც დედოფალი ვიქტორიას დროს მოჭრილი, ოქროს მონეტებით იყო სავსე. ექსპერტებმა განძი 640 000 დოლარად შეაფასეს.

ოჯახმა, რომლის სახლში პიანინო უკანასკნელი 33 წლის მანძილზე იდგა, განძის არსებობის შესახებ, არაფერი იცოდა და მასზე პრეტენზიის წამოყენების უფლებაც დაკარგა.


სამკაული ძველ სკამშიimage


ეს ძველი სკამი, რომელსაც რესტავრაცია ესაჭიროებოდა, შოტლანდიელმა წყვილმა, ქ. ბიგარიდან, 5 £-ად შეიძინა. ყიდვის შემდეგ, სკამისთვის ვეღარ მოიცალეს და დროებით, სხვენზე აიტანეს, სადაც ის, დაახლოებით, 6 წელი იდგა.

წლების შემდეგ, სახლის მეპატრონემ მილნერ–ბრაუნმა, ბოლოს და ბოლოს, სკამის შეკეთება გადაწყვიტა. მოხსნა ქსოვილი და თავისდა გასაკვირად, ბრილიანტის სამკაული აღმოაჩინა.

მან მეუღლეს ნაპოვნი ძვირფასეულობის შესახებ არაფერი უთხრა, უბრალოდ ადგა და თავისი სახელით აჩუქა... და მხოლოდ 2016 წელს გაანდო მან მეუღლეს სამკაულის გამოჩენის საიდუმლო. ქალმა ექსპერტს მიმართა და შეიტყო, რომ სკამში დამალული სამკაული, დაახლოებით, 5 000 £ ღირდა.


ავტოფარეხში ნაპოვნი 1966 წლის Ferrari 330 GT image


უაიომინგის შტატში, მამაკაცმა თავისთვის სახლი შეარჩია, რომელიც 285, 5 ათასი $ ღირდა. როგორც ხშირად ხდება, სახლს ავტოფარეხიც ჰქონდა მიშენებული, რომლითაც არც რეალტორი და არც მყიდველი დაინტერესებულა.

რაოდენ დიდი იყო სახლის ახალი მფლობელის გაკვირვება, როდესაც მან ბოლოს და ბოლოს, ავტოფარეხის გაღება გადაწყვიტა. იქ მტვრის ათწლიანი ფენის ქვეშ, პრაქტიკულად, იდეალურ მდგომარეობაში, 1966 წელს გამოშვებული Ferrari 330 GT იდგა.

წინასწარი შეფასებით, ავტომობილის ღირებულება 500 ათას $ აჭარბებს.


ბაზრობაზე ნაყიდი ფაბერჟეს კვერცხიimage


ერთმა ამერიკელმა ძველი ნივთების ბაზრობაზე კვერცხის ფორმის ლითონის საათი შეიძინა, რომელშიც 14 ათასი $ გადაიხადა. მას საკუთარი აღმოჩენის უფრო ძვირად გაყიდვა უნდოდა, მაგრამ შეძენის მსყრველი ვერ იპოვა. მაშინ მან ნივთის რეალური ფასის დადგენა გადაწყვიტა და ექსპერტთან მივიდა.

გაირკვა, რომ ეს სააღდგომო კვერცხი იყო, რომელიც ალექსანდრე III, მეუღლისთვის, კარლ ფაბერჟეს 1887 წ. შეუკვეთა.

როგორ მოხვდა კვერცხი ამერიკაში — უცნობია, მაგრამ იღბლიანი ამერიკელი, საკუთარი ცნობისმოყვარეობის წყალობით, 33 მლნ. $ გამდიდრდა.


ოქროს სახლიimage


საფრანგეთის მოქალაქემ, რომელმაც საკუთარი სახელის აფიშირება არ ისურვა, ნორმანდიაში მემკვიდრეობით სახლი მიიღო.

ახალმა მეპატრონემ ქონების დათვალიერება გადაწყვიტა და სკამის ქვეშ აკრულ კოლოფში, ოქროს მონეტები აღმოაჩინა. უფრო მეტი ოქრო ვისკის შესანახ ყუთში ნახა. ამის შემდეგ კი, მამაკაცმა ოქროს ზოდებიც იპოვა.

მოწვეული ექსპერტის შეფასებით, ოქროს საერთო ღირებულება 3, 7 მლნ. $ შეადგენდა. მაგრამ, მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: საფრანგეთის კანონების მიხედვით, მან მემკვიდრეობის გადასახადი, — მიღებული ქონების 45 % უნდა გადაიხადოს.



image


imageimageimageimage




1
759
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
759
  
2022, 5 თებერვალი, 3:36
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1