x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი ერთმანეთთან პათოგენეზურად დაკავშირებული მეტაბოლური, დარღვევების ჯგუფია.მას საფუძვლად უდევს: ინსულინრეზისტენტობა, რომლის შედეგადაც ვითარდება:ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, აბდომინალური სიმსუქნე.დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 2007 წ მონაცემებით:მსოფლიოში გავრცელება - 20-25%, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებაში.ასაკი დაახლოვებით მერყეობს - 45-64 წლებში.მეტაბოლური სინდრომის გამომწვევი 2 ძირითადი ფაქტორი არსებობს:გენეტიკური დარღვევები და გარემო ფაქტორები. ამ ორ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშნელობ აქვს, ამ პათოლოგიის განვითარებაში.გენეტიკური ფაქტორებიდან მნიშნელოვანია დამზოგველი გენომი” - ჯ. ნილი (1962 წ);ევოლუციის პერიოდში შეიქმნა გენოტიპი, რომელიც ძალიან რაციონალურად იყენებდა ენერგიას;ეს აძლევდა “დამზოგველი გენომის” მატარებლებს გადარჩენილიყვნენ შიმშილის ან შეზღუდული საკვების პერიოდში;თანამედროვე პირობებში (შრომისსრული ავტომატიზაცია და ჭარბი საკვები ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებითა და ცხიმებით) - ამ გენომის პირებს უჩნდებოდათ მეტაბოლური სინდრომი და ვითარდება სხვადასხვა სახის გენეტიკური დარღვევები.ხოლო, გარემო ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია კვება, ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმში ქრონიკული ფიზიოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორები, ტოქსიური ნივთიერებები, თანმხლები დაავადებები (ჰორმონული დარღვევები, ქრ. სისტემური დაავადებები), სოციო-ეკონომიკური ფაქტორები.imageრაც შეეხება კვებას: ნაჯერი ცხ. მჟავების ჭარბი მიღება, ჭარბი და არასწორად შერჩეული ნახშირწყლები, ტკბილი გაზიანი სასმელები, საკვებ რაციონში ნაკლები ხილი და ბოსტნეული, მაგნიუმის, ქრომის, სელენის ნაკლები მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ასევე, ხელს უწყობს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას.მნიშვნელვანია ქრონიკული სტრესული სიტუაციებისგან მაქსიმალურად თავის არიდება, რადგან, მოგეხსენებათ, რომ სტრესულ სიტუაციაში ზოგ ადამიანს პირიქით ემატება მადა.ქრონიკული ფიზიოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორები, კი მდგომარეობს შემდეგში: ასაკი, სამსახურეობრივი სტრესი, ძილის დარღვევა, იზრდება სტრესს ჰორმონების დონე, რომლებსაც გააჩნიათ კონტრინსულარული მოქმედება.ტოქსიური ზემოქმედება გააჩნიათ, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:თამბაქო, საკვების პესტიციდები, გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები - გამონაბოლქვი, მძიმე მეტალები.imageამ დაავადების განვითარებას, ასევე, ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: დაბადებისას წონის დეფიციტი, დღენაკლულობა, მუცლადყოფნის გახანგრძლივებული პერიოდი.თანმხლები მდგომარეობებიც ძალიან მნიშვნელოვანია:ორსულთა დიაბეტი.ჰორმონალური დისფუნქცია:მენოპაუზა, ჰიპოთირეოზი, ქრ. ანთებითი მდგომარეობები, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, პერიდონტიტი.მეტაბოლურ სინდრომზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ ვახსენეთ მისი პათოგენეზი:ინსულინდამოკიდებულ ქსოვილებში მიტოქონდრიალური დეფექტები, რაც იწვევს ჟანგვითი ფოსფორილირების დაქვეითებას (ანუ ატფ-ის წარმოქმნის შეფერხებას უჯრედში)მიტოქონდრიაში ხდება - კრებსის ციკლი, ლიპოლიზი, ნაწილობრივ - შარდოვანას, ჰემის, პურინების, დნმ-ის, რნმ-ის და ცილის სინთეზი.ერთადერთი უჯრედული ერთეულია, რომელსაც გააჩნია საკუთარი დნმ-ი, რომელიც გადადის დედის ხაზით.რაც შეეხება დიაგნოსტიკას:2005 წლის დიაბეტის საერთაშორის ორგანიზაციის მიერ:აბდომინალური სიმსუქნე; + რომელიმე ორი ფაქტორი:

1.ტრიგლიცერიდების დონის გაზრდა ან სპეციფიური მკურნალობა;

2.მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის დაქვეითება ან შესაბამისი მკურნალობა

3.არტერიული წნევის მომატება ან ჰიპოტენზიური მკურნალობა;


4.გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.imageძირითად ძივილებს წარმოადგენს:ჭარბი წონა ან სიმსუქნე, უპირატესად აბდომინალურად ცხიმის ჩალაგებით;არტერიული ჰიპერტენზია;სისუსტე და ადვილად დაღლა;მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინი;ძილის აპნოე;კანის სიმშრალე;გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა;გაზრდილი მადა;კანზე გამონაყარი.აბდომინალური (ცენტრალური) სიმსუქნე:წელის გარშემოწერილობა ევროპაში, მამაკაცებისთვის ≥ 94 სმ;ქალებისთვის ≥ 80 სმ;-წელის გარშემოწერილობა აზიაში, მამაკაცებისთვის ≥ 90 სმ; ქალებისთვის ≥ 80 სმ;დიაგნოსტიკიდან მნიშვნელოვანია ასევე,

  • ტრიგლიცერიდების დონის მომატება (≥ 150 მგ/დლ ან 1.7 მმოლ/ლ) ან ამ დარღვევის სპეციფიური მკურნალობა;
  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის დაქვეითება
  • -მამაკაცები (<40 მგ/დლ ან 1.03 მმოლ/ლ)

    -ქალები (<50 მგ/დლ ან 1.29 მმოლ/ლ)

    -ან ამ დარღვევის სპეციფიური მკურნალობა.

  • არტერიული წნევის მატება:
  • -სისტოლური ≥ 130 მმ.ვწყ.სვ

    -დიასტოლური ≥ 85 მმ.ვწყ.სვ

    -ან პაციენტი უკვე იმყოფება ჰიპოტენზიურ მკურნალობაზე.

  • სისხლში გუკოზის დონის მკვეთრი მატება.
    დამატებითი კრიტერიუმები დიაგნოსტიკისთვის:HOMA ინდექსი (ინსულინრეზისტენტობის ინდექსი) - თუ >2-ზე მაშინ ვსაუბრობთ ინსულინრეზისტენტობაზე;მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია - ცხიმოვანი მჟავების დაგროვება ჰეპატოციტებში იწვევს არაალკოჰოლური სტეატოზის განვითარებას (ასევე ეწოდება “ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია”). ა)შრატში ALT (ალანინამინოტრანსფერაზა) დონის მატება);

    ბ)შრატში შარდმჟავას დონის მატება (მეტ. სინდრომის სიმპტომების ზრდასთან ერთად მისი დონე იზრდება)

    გ)C-რეაქტიული ცილის მაღალი დონე (ორგანიზმში სისტემური ანთბითი რეაქციის მარკერი; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკ-ფაქტორი) - მისი სინთეზი ხდება ღვიძლის, იმუნური უჯრედების და ცხიმოვანი ქსოვილის მიერ.

    image
    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დაავდების სწორი მკურნალობა, რომელშიც განიხილება:ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და მედიკამენტური მკურნალობა;ცხოვრების სტილის ცვლილება გულისხმობს: კვების მოწესრიგება, ფიზიკური დატვირთვის გაზრდ, ფიზიოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა, ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენის შემცირება. რჩევა ჯანმრთელი კვებისთვის: კვება ააგეთ უჯრედისიან საკვებზე, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, მიირთვით ბევრი თევზეული, შეზღუდეთ ნაჯერი ცხიმები და შაქარი, ეცადეთ მოიხმაროთ ნაკლები მარილი-არაუმეტეს 3 გ მარილი, იყავით აქტიურები და ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი წონა, დალიეთ ბევრი წყალი და არ გამოტოვოთ საუზმე.პროდიქტები, რომელსაც უნდა მოერიდოს პაციენტი: ღორის ხორცისგან მომზადებული საკვები; ცხიმიანი რძის პროდუქტები; ძეხვეული; ცხვრის ხორცის საკვები; კვერცხის გული. ასევე (ტრანს-ცხიმების წყარო)- მარგარინი, მაიონეზი, ჩიფსები, ქუჩის სწრაფი კვება.ნახშირწყლოვანი საკვებიდან უპირატესობა ენიჭება: მთლიანი მარცვლისგან დამზადებულ პროდუქტებს; ბოსტნეული; ხილი. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას: ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მომამატებელი პრეპარატები და სიმპტომური მკურნალობა.

  • სიმპტომური მკურნალობა: ჰიპოტენზიური პრეპარატები; ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები; ანტიგოაგულაციური მკურნალობა;

    მეტაბოლური სინდრომის მკურნალობა ასევე გულისხმობს: B ჯგუფის ვიტამინები;ალფა-ლიპოის მჟავა;ომეგა-3;ქრომი - გლუკოზის უტილიზაციისთვის აუცილებელი მინერალი;მაგნიუმი - აუმჯობესებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ (კრებსის ციკლის და გლიკოლიზის ფერმენტაციული სისტემისთვის აუცილებელია);თუთია - აუმჯობესებს გლუკოზის ტრანსპორტს.



  • 0
    168
    შეფასება არ არის
    ავტორი:სალომე ობგაიძე
    სალომე ობგაიძე
    168
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0