x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
IT ლიდერებს სინთეზური საშვილოსნოს შექმნა სურთ, რათა ქალები ,,ორსულობის ტვირთისგან" გათავისუფლდნენ

საჰილ ლავინიამ, კონტენტ მარკეტინგის პლატფორმის Gumroad-ის დამფუძნებელმა, Twitter-ზე ისაუბრა ტექნოლოგიებზე მუშაობის აუცილებლობაზე, რომლებიც გაზრდის დაბადების რიცხვს. მისი წინადადება პასუხი იყო ილონ მასკის განცხადებაზე, რომ დედამიწაზე ნაყოფიერების შემცირების პრობლემა აწუხებს, რადგან ამან შეიძლება მარსზე კოლინიზაციის პროცესი გაართულოს.image

“ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიებში, რომლებიც მშობიარობას გაცილებით სწრაფს, მარტივს, იაფს, ხელმისაწვდომს გახდის... სინთეტიკური საშვილოსნო და ა.შ."image

ლავინიას მხარი დაუჭირა მისმა კოლეგამ, Ethereum ბლოკჩეინის სისტემის თანადამფუძნებელმა, რუს-კანადელმა პროგრამისტმა ვიტალი ბუტერინმა. მან აღნიშნა, რომ სინთეზური საშვილოსნოს შექმნა ქალებს საშუალებას მისცემს მეტი იმუშაონ, რაც შეამცირებს ფინანსურ უთანასწორობას მამაკაცსა და ქალს შორის.

“სინთეტიკური საშვილოსნო მოხსნის ორსულობის მძიმე ტვირთს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უთანასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის".image
ინტერნეტში ბევრი ამ შემოთავაზებას ნეგატიურად შეხვდა და ცნობილი ფილმი “მატრიცა"-ც კი გაიხსენეს.image

0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0