x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პამელა ანდერსონი მეხუთე ქმარს შორდება ერთწლიანი ქორწინების შემდეგ

პამელა ანდერსონმა მეხუთე ქმართან, მცველ დენ ჰეიჰერსტთან განქორწინება მოითხოვა დაქორწინებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებმა წყვილთან დაახლოებული წყაროსგნ შეიტყვეს, მოგვიანებით ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმაც დაადასტურა.image
Page Six-თან ინტერვიუში ინსაიდერმა ახსენა, რომ “მალიბუს მაშველები"-ს ვარსკვლავს ქმართან განშორება სურს რადგან ის “ცუდი, ბოროტი ადამიანი იყო და მხარს არ უჭერდა". განქორწინების პროცესი კი კანადაში გაიმართება, სადაც ის და დენი ცხოვრობდნენ ქორწილის შემდეგ.image
ინსაიდერმა ასევე პამელასა და დენის ხანმოკლე ალიანსს "პანდემიური ქარიშხალი" უწოდა, რომელიც ჩაცხრა. ადრე ჰეიჰერსტი იყო მსახიობის დაცვად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია თავდაპირველად მათთვის ბედნიერი დრო იყო, ერთობლივმა კარანტინმა საბოლოოდ გამოიწვია მათი გრძნობების განელება.

“მათ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ამით პამელა მიხვდა, რომ დენი ნამდვილად არ იყო ის, ვინც მას სჭირდებოდა. ამჟამად ისინი მეგობრულ ურთიერთობაში არ არიან, რადგან საერთოც არაფერი აქვთ, დენი ისე არ ეპყრობოდა მას, როგორც პამელას სურდა."image
ანდერსონის პირადი ცხოვრება არაერთხელ ყოფილა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში და ყოველთვის ენერგიულად განიხილებოდა. მისი ყველაზე ცნობილი ქორწინება არის Mötley Crüe-ს დრამერთან, ტომი ლისთან, რომელთანაც ჰყავს ვაჟები 23 წლის ბრენდონი და 22 წლის დილანი.image
ანდერსონი ასევე ადრე იყო დაქორწინებული მუსიკოს კიდ როკზე და მუსიკალურ პროდიუსერ რიკ სალომონზე (მასზე ორჯერ დაქორწინდა). მისი ქორწინება ჰოლივუდის პროდიუსერ ჯონ პიტერსთან, რომელზეც ის 2020 წლის იანვარში დაოჯახდა, მხოლოდ 12 დღე გაგრძელდა.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0