x
"ჩემო საყვარელო აცრილებო ...არასოდეს გამოგაცხადებთ ავადმყოფებად" - ხატია სიჭინავა

imageყოფილი ტელეწამყვანი, 4 შვილის დედა ხატია სიჭინავა, რომელიც ცნობილი ანტივაქსერია და „მწვანე პასპორტებსაც“ ხშირად აპროტესტებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინირებული ადამიანების დისკრიმინაციას და გარიყვას არ აპირებს:

"ჩემო საყვარელო აცრილებო, მე მესმის თქვენი შეშფოთება და აგრესია, მაგრამ არასდროს მოვითხოვ: თქვენს გარიყვას საზოგადოებიდან არ გამოგაცხადებთ ავადმყოფებად, არ მექნება სურვილი არ შეგიშვან ნებისმიერ ადგილას სადაც იქნებიან აუცრელები, არ გამოგაცხადებთ ქვეყნის და კაცობრიობის მტრებად.

არ მაქვს თქვენს მიმართ აგრესია, არ მაქვს თქვენი შიში... არ მგონია, რომ რამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ვინმე ვინმეზე მეტი ან ნაკლებია და კიდევ უამრავი რამ... ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და პოზიტივს და ადამიანობას“, - წერს ხატია სიჭინავა.


1
967
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
967
  
24 იანვარი, 16:41
ხვატია ძვირფასო იქნებ ბავსვებს მიხედო და შეეშვა შენი დაუტავებული ტვინის რეკლამირებას, მაგრა ტეხავს 21-ე საუკუნესი რო ცხოვრებას ჭიდან უყურებ....
0 1 1