x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Airbnb ეძებს ადამიანს, რომელიც მთელი წლით უფასოდ იცხოვრებს სიცილიაში (იხ. აპლიკაციის ლინკი)

image

Airbnb ირჩევს იღბლიან ადამიანს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, უფასოდ იცხოვრებს იტალიის სოფელ სამბუკაში, რესტავრირებულ სიცილიურ სახლში.

კომპანია გეგმავს დისტანციური თანამშრომლის გადაყვანას ოჯახთან, პარტნიორთან ან მეგობართან ერთად. გამარჯვებულისთვის ეს არ იქნება უბრალოდ ადრე დაზიანებულ და ახლადაღდგენილ სახლში ცხოვრება - ის ასევე იქნება ამ სახლის მასპინძელი.

Airbnb კამპანიის ფარგლებში - „სახლი 1 ევროდ“ მიზნად ისახავს ტურიზმის გაძლიერებას სამბუკაში, სოფლის თემში მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. სწორედ ეს არის სოფელში დროებითი მაცხოვრებლების მიყვანის მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მხოლოდ 6000-ს შეადგენს, სამბუკა ოდესღაც მღელვარე საზოგადოება იყო იტალიური და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურისა და არქიტექტურის ნაზავით. პანდემიამ კი შეაჩერა ტურიზმი რეგიონში. წამოწყებული კამპანიის მეშვეობით Airbnb იმედოვნებს, რომ გამოაცოცხლებს ტერიტორიას ახალგაზრდა აუდიტორიისადმი მიმართვის გზით.

გამარჯვებული იცხოვრებს იტალიური არქიტექტურული ფირმა Studio Didea-ს მიერ რესტავრირებულ სახლში. სახლის პირველ სართულს აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი დიდი ზომის საწოლით და სველი წერტილით. პირველ სართულზე არის მეორე მისაღები, სამზარეულო, სამუშაო ადგილი და ანტრესოლით საძინებელი, ხოლო ზედა სართულზე არის დამატებითი საცხოვრებელი ფართი.

imageimageimageimageმასპინძელი აირჩევს საძინებელ ოთახს, ხოლო სახლის დანარჩენ ნაწილს Airbnb-ზე განათავსებს და გაქირავების შემდეგ, ყველა შემოსავალს სრულად შეინარჩუნებს იქ ყოფნის განმავლობაში.

„ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვისაც სურს იცხოვროს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ყურძნის მოსავლის აღებიდან ზეთისხილის კრეფამდე, და მოუთმენლად ველოდებით შერჩეულ პირს“- განაცხადა სამბუკას მერმა.

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ Airbnb-ის ვებსაიტს და შეავსეთ აპლიკაცია. კანდიდატები უნდა იყვნენ 18 წლის და შეეძლოთ გადავიდნენ სამბუკაში სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში, 2022 წლის 30 ივნისიდან. უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც ფლობს ინგლისურ და/ან იტალიურ ენას.

ასევე დაგაინტერესებთ:

მსოფლიოს ქვეყნების ათეული, სადაც ემიგრანტებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება ელით



image

0
376
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0