x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მტკიცებულება იმისა,რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს
image

ახალი სამხედრო მტკიცებულება გამოჩნდა "ცხრათვიანი ომის " შესახებ მას შემდეგ, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდანემა გააკეთა განცხადება რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე, რომ უკრაინაში "ვვარაუდობ, რომ შევა“





19 იანვრით დათარიღებული სატელიტიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს საბრძოლო ტექნიკის სოლიდური დაჯგუფება, რომელიც განლაგებულია ვორონეჟის ბაზაზე უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით.


სატანკო არტილერიისა და დამხმარე აღჭურვილობის რიგები კონცენტრირებულია იელნიაში, რუსეთის საზღვრიდან 125 კმ-ის დაშორებით. ბელორუსიაში


image


სხვა სურათებზე ნაჩვენებია სამხედრო ტექნიკა, რომელიც დაჯგუფებულია ორ ბაზაზე, კლინცკაიასა და კლიმოვოზე, რომლებიც ბელორუსის საზღვრიდან მხოლოდ 30 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო რუსეთ-უკრაინის საზღვართან 50 კმ-ით.



რეგიონში დაძაბული სიტუაცია იგრძნობა გასული წლიდან დასასრულიდან, როდესაც მოსკოვმა 100 000-მდე ჯარისკაცი გადაისროლა საზღვარზე ტანკებთან და რაკეტებთან ერთად, მაგრამ დაძაბულობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა ტექნიკის და ჯარების გადაადგილების შემდეგ.მათ შორის არის სამხედრო პოლიცია, რომელიც ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან არიან.

image

სამხედროების ოჯახები გააფრთხილეს, რომ მათი სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთში სახლიდან ათასობით კილომეტრის მანძილზე იქნებიან ცხრა თვის განმავლობაში და შეიძლება უკრაინასთან კონფლიქტში ჩაერთნონ..

image

ვიდეოში ნაჩვენებია მატარებლები, რომლებსაც გადააქვთ სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მანქანები, კავშირგამბმულობის მანქანები და ზოგადი დანიშნულების სატვირთოები რუსეთის საზღვრიდან ბელორუსიის ბაზებში-გომელში და რეჩიცაში, რომლებიც საზღვრიდან 60 კილომეტრშია.



რუსეთი და ბელორუსია ამტკიცებენ, რომ ჯარებისა და აღჭურვილობის გადაადგილება ორ ქვეყანას შორის ნაჩქარევად ორგანიზებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო ხდება, მაგრამ დამკვირვებლებმა ამ ახსნას უწოდეს "ბურუსის ფარდა" უკრაინაში შეჭრისთვის მოსამზადებლად, რასაც დასავლეთი ახლა ელის უახლოეს მომავალში.


პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ თქვა, რომ რუსმა დიქტატორმა ახლა "რაღაც უნდა გააკეთოს", მაგრამ მას მიაჩნია, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი და გააფრთხილა, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდება თუ მოსკოვი სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. ”

image

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს რუსული აგრესიის წინაშე.


"მას არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც მე დავპირდი, თუკი ის შევა“, – აცხადებს ბაიდენი და აღნიშნავს, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.


0
365
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0