x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
ვინ არის 28 წლის დენიზი, რომელიც თურქული სერიალების ახალი ვარსკვლავია 
დენიზ აქთაში 1993 წლის 28 ივლისს, სტამბულში დაიბადა. უნივერსიტეტში გემების მექანიკისა და მართვის ინჟინერიას დაეუფლა. სამსახიებო კარიერა მან 2015 წელს დაიწყო და პირველი როლი სერიალში "პატარა საყვარელი მატყუარა" შეასრულა.

image

დენიზის სამსახიობო კარიერია აღმავლობას 2017 წლიდან იწყებს. მან მონაწილეობა მიიღო ვარსკვლავურ სერიალში "ეზო" მსახიობ დემეთ ევგართან ერთად. მოგვიანებით აღნიშნული სერიალი ხელმისაწვდომი გახდა Netflix-ზე. კრიტიკოსებმა დენიზის მიერ შესრულებული როლი დადებითად შეაფასეს.

image


პირველი მთავარი როლი 2019 წელს, სერიალში "სიყვარული აგატირებს" მიიღო. მან მთავარი პერსონაჟი იუსუფი შთამბეჭდავად განასახიერა. კარგად შესრულებული როლის შემდეგ, კიდევ ერთი მთავარი როლი მიიღო 2020 წელს სერიალში "დაურეკე ჩემს მენეჯერს", რომელიც ფრანგული პროექტის თურქული ანალოგია.

დენიზი პარტნიორთან  ერთად,  სერიალიდან

დენიზი სერიალებში წარმატებული თამაშის შემდეგ, გასული წლის ბოლომდე თამაშობდა თეატრში, სპექტაქკლში "რომეო და ჯულიეტა".

image

პროფესიით ინჟინერმა მსახიობის კარიერა 22 წლის ასაკში მეორეხარისხოვანი როლებით დაიწყო. ახლა ის 28 წლისაა და ორი მთავრი როლი აქვს შესრულებული.

image

ყველაზე დიდი გამოხმაურება სერიალში "დაურეკე ჩემს მენეჯერს" ბარიშ ჰავასის როლს მოჰყვა, სადაც ისევ მსახიობს განასახიერებს, რომელიც კინოსამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს.

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0